კაჰტანიტები (არაბ. قَحْطَانِي) — არაბების ტომი, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ არაბეთში, ძირითადად დღევანდელი იემენის ტერიტორიაზე.[1][2]
ისლამური ტრადიციების მიხედვით კაჰტანიტები არიან სუფთა არაბები, მაგალითად ადნანიტებისგან განსხვავებით, რომლებიც ადნანის არაბიზებული შთამომავლები არიან.[3] კაჰტანიტები ორ ქვეჯგუფად იყოფიან ჰიმიარიტებად და კაჰლანებად.[2]