კემსიტი იეროგლიფებში | ||||
|
კემსიტი — ძველი ეგვიპტის ნუბიელი წარმოშობის დედოფალი, XI დინასტიის ფარაონის მენტუჰოტეპ II-ის მეუღლე. მისი სამარხი და პატარა დეკორაციული სამლოცველო აღმოაჩინეს დეირ-ელ-ბაჰრში, მისი ქმრის სატძრო კომპლექსში, მთავარი ნაგებობის უკანა მხარეს, სხვა ხუთი ქალბატონის - კავიტის, სადეჰის, აშაიეტის, ჰენჰენეტის და მაიეტის სამარხების გასწვრივ. მათი უმრავლესობა ჰასორის ქურუმები იყვნენ, ანუ შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ქალღმერთის კულტის ნაწილები. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ დიდებული მეფის ქალიშვილები. კემსიტის სარკოფაგის მხოლოდ ნაწილებია ნაპოვნი და ახლა ისინი დაცულია ეგვიპტის მუზეუმში, კაიროში. მისი ტიტულები იყო: „მეფის საყვარელი ცოლი“, „მეფის ორნამენტი“ და „ჰასორის ქურუმები“.