ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კვირინო კრისტიანი}} |
კვირინო კრისტიანი | |
---|---|
დაიბადა | 2 ივლისი 1996 სანტა ჯულიეტა, იტალია |
გარდაიცვალა | 2 აგვისტო, 1984 ბერნალი, არგენტინა |
კვირინო კრისტიანი (2 ივლისი 1896 - 2 აგვისტო 1984) იყო იტალიელი წარმოშობის არგენტინელი ანიმაციის რეჟისორი და კარიკატურისტი, კრინო კრისტიანის სახელს ეკუთვნის მსოფლიოში პირველი ორი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, აგრეთვე პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი ანიმაცია და იყო პირველი, ვინც ანიმაცია გამოჭრილი მუყაოს ფიგურებით შექმნა.
ამ ფილმების ყველა ასლი ხანძრის დროს განადგურდა.
დაიბადა იტალიის ქალაქ სანტა ჯულიეტაში 1896 წელს. უკვე 1900 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში, კერძოდ ბუენოს აირესში გადავიდა. ბავშვობის წლები სრულად სამხრეთ მეგაპოლისში გაატარაა, სადაც მემარცხენე პოლიტიკამ და ცხოვრების სწრაფმა რიტმმა, შემდგომში მისი ცხოვრებაც განსაზღვრა. იგი თავს ბუენოს აირესის პორტის მკვიდრად თვლიდა (როგორც ადგილობრივები უწოდებდნენ - porteño)
კვირინო კრისტიანი თინეიჯერობისას ხატვამ გაიტაცა, რის შემდეგაც გამოყენებითი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი ქალაქის გაზეთებში პოლიტიკურ კარიკატურების გამოქვეყნება დაიწყო. ცხოვრების შემდეგ ნაბიჯად კი პოლიტიკური სატირის გამოხატვის საშუალებად მისთვის ანიმაცია იქცა.
1916 წლის არჩევნებს, რადიკალური კონსერვატიული პარტიის ლიდერის იპოლიტო ირიგოიენის 36 წლიანი მმართველობა მოჰყვა. ირიგოიენის შესახებ პრესა აქტიურად წერდა, დასცინოდნენ მისი სოციალური უნარების და რადიკალური კორუფციის კონსერვატიული კორუფციით ჩანაცვლების გამო. აგრეთვე ფაქტი რომ ირიგოიენმა უარი თქვა არგენტინის პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობაზე, საერთოდ არ მოსწონდა არგენტინულ არმიას, რომელთა სიმპათიებიც გერმანიისკენ იყო მიმართული. სწორედ განმარტოებით ცხოვრების და მუდამ უსაფრთხო „ბუნაგის“ ძებნის გამო, არგენტინელებმა ირიგოიენს - „პელუდო“ (იგივე - „არმადილო“) შეარქვეს.
ბუენოს აირესში კიდევ ერთი იტალიელი ემიგრანტი ფედერიკო ვალე ცხოვრობდა, ოდესღაც ოპერატორი და რეჟისორი ევროპაში, რომელმაც გამოიყენა უილბურ რაიტის ვიზიტი რომში 1909 წელს, როგორც შესაძლებლობა გადაეღო მსოფლიოში პირველი საჰაერო კადრები, მაშინ როდესაც 1909 წელს რომს ვილბურ რაითი - პირველი თვითმფრინავის შემქმნელი ესტუმრა.
ვალე იმ დროს არგენტინაში კინოქრონიკის (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ფორმა, რომელსაც 1910 – 1970 წლებში კინოთეატრებში აჩვენებდნენ და რომელიც შეეხებოდა სიახლეებსა თუ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს) პროდიუსერი იყო. აპოლიტიკურმა ვალემ იცოდა, რომ პორტში მცხოვრები ხალხი, პირიქით პოლიტიკაში ჩართული აქტიურად იყვნენ ჩართულნი, თუმცა მაინც მისცა სამუშაო 22 წლის კრისტიანის, მას ემილ კოლის - Animated Matches გადასცა, რათა ანიმაციის ტექნიკა შეესწავლა. 1916 წლის დასასრულს, ვალეს კინოქრონიკაში გამოჩნდა ერთ წუთიანი ანიმაცია, სახელად "ბუენოს აირესის ინტერვენცია".
ფილმი მოგვითხრობდა ირიგოიანის მიერ გუბერნატორი მარსელინო უგარტეს უსინდისობის გამო განდევნის შესახებ. ანიმაცია შექმნილი იყო ამოჭრილი მუყაოს ფიგურებით, რამაც შემდგომ უკვე კრისტიანის სტილი განსაზღვრა.
მოკლე ანიმაციის ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა, რის შემდეგაც ვალემ ახალი პროექტი დააანონსა: კრისტიანი შექმნიდა მსოფლიოში პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს პრეზიდენტ ირიგოენზე. დაფინანსება მაშინდელი კინოთეატრების ქსელის მფლობელმა, მისტერ მანჩინიმ აიღო საკუთარ თავზე და დასრულებული ფილმის ჩვენებები სწორედ ამ კინოთეატრებში შედგებოდა. კრისტიანიმ პერსონაჟის დიზაინი არგენტინელი ანიმაციის მხატვრის, დიოგენე ტაბორდას დახმარებით შექმნა და საბოლოოდ მიაღწია თავის მიზანს - 58 000 კადრს ფილმის სახელი იყო - El Apóstol (აპოსტილი) . ქრონომეტრაჟი საათსა და 10 წუთს შეადგენდა, 14 კადრი წამში, მისი პრემიერა 1917 წლის 9 ნოემბერს შედგა ხოლო 1926 წელს ფილმი სრულად განადგურდა.
აპოსტილი (El Apóstol) იყო სატირა, სადაც პრეზიდენტი ირიგოიენი ზეცად ამაღლდება და ჭექა-ქუხილის ღმერთის იუპიტერის ელვებს უშენს ბუენოს აირესს რათა ქალაქი გაწმინდოს ამორალურობისა და კორუფციისაგან, შედეგად კი სრულად გადამწვარ ქალაქს ვხედავთ. ფილმი აუდიტორიამ ძალიან კარგად მიიღო და უმეტესად პროდიუსერ ვალეს და მხატვარ ტაბორდას აქებდნენ.
1918 წელს, გერმანელი მთავარსარდალი, ბარონ ვონ ლუქსბერგი ცდილობს აიძულოს არგენტინა პირველ მსოფლიო ომს, გერმანიის მხარდამხარ შემოუერთდეს, ის ჩაძირავს არგენტინულ გემს და მის ჩაძირვას ანტანტას მიაწერს. თუმცა ჩაძირული გემის გადარჩენილი ეკიპაჟის მონათხრობი, ყველაფერს ნათელს ჰფენს, ირიგორიანი კი, იმის შიშით რომ არგენტინა ომში გერმანიის წინააღმდეგ ჩაერთვება, ცდილობს ამ ინციდენტის დამალვას.
არგენტინული გემის ჩაძირვა კრისტიანისთვის კარგი შესაძლევლობა იყო მსოფლიოში მეორე სრულმეტრაჯიანი ანიმაციური ფილმი შეექმნა. 1918 წელსვე მან შექმნა ფილმი სახელად - Sin dejar rastros (Leaving No Trace) ფილმი მოგვითხრობდა ვონ ლუქსბერგის ბრძანებაზე გერმანული საბრძოლო გემის კაპიტნისადმი, რომელმაც არგენტინული გემი ჩაძირა. პრეზიდენტ ირიგოიენს სხვა გზა არ დარჩა და საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა ფილმის კონფისკაცია მოახდინა პრემიერის შემდგომ დღეს. კრისტიანი არ დაუპატიმრებიათ და შემდეგ წლებში მან გააგრძელა პოლიტიკური სატირების შექმნა.
მოგვიანებით კვირინო კრისტიანი აარსებს სარეკლამო კომპანია “Publi-Cinema”-ს, სადაც ის მოკლემეტრაჟიან კომერციულ ანიმაციებს იღებს, ანიმაციების საჩვენებლად კი მოგზაურობს ქალაქის ყველაზე ღარიბ უბნებში, სადაც არ არის კინოთეატრები და ხალხს თანხის სანაცვლოდ აჩვენებს ჩაპლინის მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ფილმებს, რომლებმაც მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია. კვირინოს ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კარგადაც იმუშავა, იმდენად რომ ბოლოს მისი მოარული კინოთეატრი პოლიციამ აკრძალა, მიზეზი "ადამიანების სიმშვიდის დარღვევა და საგზაო მოძრაობის შეფერხება იყო".
1922 წელს არგენტინას ახალი პრეზიდენტი მარსელო ტორკუატო დე ალვეარი ჰყავს. ალვეარის პრეზიდენტობისას კვირინო კრისტიანი იწყებს გასართობი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების გადაღებას, როგორები არის: ფირპო-დემპსი (1923) - რომელიც მოგვითხრობს ამერიკელი მძიმე წონის ჩემპიონის ჯეკ დემპსის და არგენტინელი ჩემპიონის ლუის ფირპოს შორის გამარტულ კრივის მატჩზე, Uruguayos Forever (1924) - ურუგვაის ოლიმპიური ოქროს შესახებ ფეხბურთში და Humberto de garufa (1924) - იტალიის პრინცის უმბერტო მეორეს ვიზიტზე ბუენოს აირესში. 1918 და 1926 წლებში ფედერიკო ვალეს კინო საცავი ხანძარმა გაანადგურა, მათ შორის იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „აპოსტილიც“
1928 წელს უკვე ხანში შესული ირიგოიენი კიდევ ერთხელ აირჩიეს არგენტინის პრეზიდენტად, კრისტიანი თვლიდა, რომ პრეზიდენტზე რადიკალური პარტიის კორუმპირებული ლიდერები დომინირებდნენ და მესამე ფილმის შექმნა გადაწყვიტა სახელად „პელუდოპოლისი“ (ირიგორიანს სწორედ „პელუდოს“ ეძახდნენ არგენტინელები). ფილმში მეკობრე ირიგოიენი არგენტინაში (ქალაქი პელუდო) დაცურავს და ცდილობს დაბნეულმა გაიკვლიოს გზა ზვიგენებში (რადიკალები). პელუდოპოლისის ხმა კეთდება „Sound on Disk” პრინციპით, რომელიც ფონოგრაფის ან სხვა დისკის გამოყენებით იწერება დისკზე და სინქრონდება გამოსახულებასთან. იმ დროს ეს ტექნოლოგია იმდენად მოწინავე იყო, რომ იმდროინდელი არგენტინის კინოთეატრები ტექნიკურად ვერ გაუშვებდნენ ხმას და გამოსახულებას ერთად, ამიტომ ხმის დამოუკიდებელ დისკზე ჩაწერა გახდა აუცილებელი. 1930 წლის 6 სექტემბერს პელუდოპოლისის გამოსვლიდან 1 წლის თავზე, ფილმის ჩვენებები შეჩერდა, ხოლო პრეზიდენტი ირიგოიენი განიდევნა კონსერვატიული სამხედრო გადატრიალების შედეგად. კრისტიანიმ გადაწყვიტა ფილმში ცვლილებები შეეტანა: შეეცვალა სიუჯეტი ირიგოიენის და ზვიგენების ხაზის წამოწევით, დაემატებინა გენერლები როგორც გმირები, რაც მისდამი დევნის გამოცხადების შესაჩერებლად ჭირდებოდა, ხოლო დამატებით პერსნოაჟი, ხუან პუებლო გაეხადა მორალური ცენტრი ანიმაციაში. ამ ყველაფრის შემდგომ არგენტინის დროებითი მმართველის ხოსე ფელიქს ურიბურუს თანხმობით 1931 წლის 16 სექტემბერს, ფილმის პრემიერა შედგა.
ირიგოიენის გარდაცვალების შემდეგ, კრისტიანიმ ფილმის ჩვენებები შეაჩერა.
კრისტიანიმ ვერ შეძლო დისნეისთან კონკურენცია, მათი აპარატურა და ფინანსები აღემატებოდა არგენტინელის შესაძლებლობებს, ამიტომ მისი სტუდია, დუბლირების და სუბტიტრირების სტუდიად იქცა.
კკრისტიანიმ კიდევ 3 ანიმაციური ფილმი შექმნა, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, შემდეგ უოლტ დისნეი არგენტინაში ჩავიდა ლათინო ამერიკის კვლევითი ტურის ფარგლებში, რომელსაც კრისტიანმა თავისი ფილმები აჩვენა, შემდეგ გაუგზავნა კარიკატურისტ მოლინა კამპოსს, გაუჩოს სეგმენტის წყაროს Saludos Amigos- ში (1943).
"ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა დისნეი" - ასე ამბობდნენ კრისტიანიზე [1] 1957 და 1961 წლებში ორმა ხანძარმა კრისტიანის ნამუშევრების უმეტესობა გაანადგურა, მათ შორის პელუდოპოლისის ერთადერთი მთავარი ასლი.
ის ბერნალში, არგენტინა 1984 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა.