ქალაქი | |
---|---|
კირა ინგლ. Kira Town | |
ქვეყანა | უგანდა |
რეგიონი | ცენტრალური რეგიონი |
ოლქი | ვაკისოს ოლქი |
კოორდინატები | 0°23′50″ ჩ. გ. 32°38′20″ ა. გ. / 0.39722° ჩ. გ. 32.63889° ა. გ. |
ქალაქის მერი | მამერიტო მუგერვა |
ფართობი | 98,83 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 313 761 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 3174,75 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
კირა (ინგლ. Kira Town) — ქალაქი უგანდის ცენტრალური რეგიონის ვაკისოს ოლქში. მისი მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 313 761 ადამიანს[1][2], რითაც იგი მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე ქალაქია.
ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 16 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით უგანდის დედაქალაქ კამპალის ცენტრალურ საქმიანი რაიონიდან.[3]
ქალაქი კირა დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ რაიონად (ინგლ. Ward). რომლებიცაა:[4]
ქალაქის პოლიტიკური მმართველია მერი[5], რომელიც ირჩევა ხუთი წლის ვადით საყოველთაო არჩევნების საშუალებით. უმაღლესი დირექტიული ორგანოა 24 არჩეული დეპუტატისაგან შემდგარი ქალაქის საბჭო.[5]
ქალაქ კირას მოსახლეობა იზრდებოდა უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის სხვა ქალაქების საშუალო მაჩვენებლებზე შედარებით უფრო ჩქარი ტემპებით. სწრაფი ზრდის ტემპი ნაწილობრივ აიხსნება მისი სიახლოვით დედაქალაქ კამპალასთან.[6] კირა ასევე გარეუბანია (ინგლ. Commuter town) დედაქალაქისათვის.[7][8][9]
ახალგაზრდების დიდი რაოდენობა დაკავებულია ბოდა-ბოდათი (მოტოციკლეტი და ველოსიპედი) და ავტომობილებით გადაყვანის მომსახურებაზე.[10] კიდევ უფრო მატულობს ქალაქ კირას მაცხოვრებლების რაოდენობა დედაქალაქ კამპალაში საშტატო თანამდებობებზე, ხოლო უკან კირაში საღამოს ბრუნდებიან დასაძინებლად.[8][9]