პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კლიმენტი წიტაიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 5 იანვარი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–1995 | დინამო ზუგდიდი | 22 | (0) |
1995–1996 | შევარდენი-1906 | 12 | (2) |
1996–1997 | ოდიში ზუგდიდი | 39 | (10) |
1998 | დინამო თბილისი | 9 | (0) |
1998 | თსუ თბილისი | 14 | (4) |
1999–2000 | დინამო თბილისი | 32 | (12) |
2000–2001 | ჰაპოელ ირონი | 31 | (12) |
2001 | ბნეი იეჰუდა | 15 | (3) |
2002 | ჰაპოელ ცაფრირიმი | 0 | (0) |
2002–2003 | კოლხეთი ფოთი | 6 | (0) |
2003 | ჩერნომორეცი | 0 | (0) |
2003–2006 | ანორთოსისი | 57 | (21) |
2006 | აელ ლიმასოლი | 13 | (2) |
2007 | აეკ ლარნაკა | 12 | (2) |
2008–2009 | ანორთოსისი | 26 | (4) |
2009–2010 | ნეა სალამისი | 22 | (5) |
2013–2014 | ზუგდიდი | 10 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კლიმენტი (კობა) წიტაიშვილი (დ. 5 იანვარი, 1979, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2010 წელს კარიერა დაასრულა კვიპროსულ „ნეა სალამისში“, თუმცა 2013 წელს იგი გიორგი დარასელიამ მიიწვია „ზუგდიდში“, სადაც მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2013–2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ საბოლოოდ დაასრულა კარიერა.
კლიმენტი იყო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ იმდროინდელ „ანორთოსისში“, რომელმაც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი არის გრანადას ფეხბურთელი.