კლოდ სორელი

კლოდ სორელი (* 27 იანვარი, 1950, ბეზიე) – ფრანგი მორაგბე. თამაშობდა “ბეზიეში”, იყო ამავე გუნდის მწვრთნელი. 1997-2003 წლებში სათავეში ედგა საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა ევროპის ერთა თასი (2001) და მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური (2003, ავსტრალია), შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში კი X ადგილი დაიკავა (2001, არგენტინა). საქართველოს ნაკრებამდე წვრთნიდა მაროკოს ეროვნულ გუნდს. 2004 წლიდან ტუნისის შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]