სოფელი | |
---|---|
კოლა-მიკერი Colla Micheri | |
![]() თურ ჰეიერდალის საფლავი კოლა-მიკერიში | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 43°58′09″ ჩ. გ. 8°09′27″ ა. გ. / 43.9693000° ჩ. გ. 8.1576000° ა. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 |
კოლა-მიკერი (იტალ. Colla Micheri) — შუა საუკუნეების სოფელი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ლიგურიაში. მდებარეობს საზღვაო ქალაქ ლაიგუელიის პირდაპირ. სოფლის ცენტრშია შუა საუკუნეების ფურნე. რომაული გზა „Via Iulia Augusta“, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 13 წელსაა აშენებული, სწორედ კოლა-მიკერის ტერიტორიაზე გადის. თანამედროვე დროში სოფელი განთქმულია როგორც ცნობილი ნორვეგიელი მოგზაურის თურ ჰეიერდალის გარდაცვალების ადგილი. მოგზაური სოფელში თავის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა.[1]