კოჟუფი | |
---|---|
კოჟუფი | |
კოორდინატები: 41°09′ ჩ. გ. 22°10′ ა. გ. / 41.150° ჩ. გ. 22.167° ა. გ. | |
ქვეყანა | მაკედონია საბერძნეთი |
სიმაღლე | 2171 მ |
კოჟუფი (მაკედ. Кожуф; ბერძ. Τζένα) — მთა სამხრეთ მაკედონიისა და ნაწილობრივ საბერძნეთის ტერიტორიაზე. გამოირჩევა იმით, რომ წარმოადგენს იმ ბუნებრივ ბარიერს მაკედონიისათვის, რომელიც ამ ქვეყანაზე ხმელთაშუა ზღვის გავლენას ამცირებს. უმაღლესი მწვერვალია ზელენბერგი, ზღვის დონიდან 2 171 მეტრზე.