კორეული ენა (KLPT)

კორეული ენის უნარ-ჩვევების ტესტი (კორეულად 한국어능력시험) — ენობრივი კომპეტენციის შესამოწმებელი გამოცდა უცხოელთათვის კორეულ ენაში. ტესტირება ტარდება Korean Language Society-ის (კორეული ენის საზოგადოება) ორგანიზებით.

ტესტი აგებულია მოდულარული პრინციპით და დაყოფილია შემდეგ სექციებად; აუდირება, სიტყვათა მარაგი, გრამატიკა, კითხვის უნარი და კონვერსაცია. ტესტის ხანგრძლივობა 110 წუთს შეადგენს, მათ შორის 40 წუთი აუდირებას ეთმობა, ხოლო დანარჩენი 70 წუთი კი სხვა სექციებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]