კუგელბლიცი (ინგლ. Kugelblitz) — ფარდობითობის ზოგადი თეორიით ნავარაუდევი ასტროფიზიკური სხეული. სითბოს, სინათლის ან რადიაციის ინტენსიური კონცენტრაციის შედეგად მისი ენერგია ქმნის მოვლენათა ჰორიზონტს და საკუთარ თავში გამოიმწყვდევა. სხვა სიტყვებით, თუკი საკმარისი რადიაცია სივრცის ერთ წერტილში მოექცევა, შექმნილი ენერგიის კონცენტრაციას შეუძლია სივრცე-დროის გამრუდება და შავი ხვრელის შექმნა. ასეთ შავ ხვრელს მასა და ენერგია მატერიის ნაცვლად სხივური ენერგიის ფორმით ექნებოდა.[1]
ჯონ არჩიბალდ უილერის 1955 წლის „Physical Review“-ის მოხსენებაში „გეონები“ საუბარია კუგელბლიცის მოვლენაზე და განხილულია ასეთი ნაწილაკების (ან ნაწილაკების სათამაშო მოდელების) შექმნის იდეა სივრცე-დროის გამრუდებით.[2]
კუგელბლიცის მოვლენა მოიაზრება ვარსკვლავთშორისო ძრავების შესაძლო საწყისად სამომავლო სინგულარული რეაქტორებისთვის.[3][4]