ლანგენშაიდტის გამომცემლობა (გერმ. Der Langenscheidt-Verlag) — მედიაკონგლომერატი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდიკური პროგრამით ენების სფეროში. 1956 წლიდან ლანგენშაიდტის სათავო მარკის ოპტიკური სიმბოლო არის ყვითელ ფონზე ლურჯად დაწერილი ლათინური ასო „L“, რომელიც გამომცემლობის სახელწოდებას ლანგენშაიდტს განასახიერებს.