ლანგტანგი

ტბა გოსაიკუნდა

ლანგტანგი — მთიანი რეგიონი ნეპალში, ჩინეთის საზღვართან. მაქსიმალური სიმაღლე 7246 მ (ლანგტანგ-ლირუნგი). მის ფარგლებშია ლანგტანგის ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა 1976 წელს. პარკის ტერიტორიის 25 % დაფარულია ტყით. ხარობს ფიჭვი და როდოდენდონი. ტყის ზონაშია დათვი, პანდა და სხვა. ქვედა სარტყლებში განვითარებულია სუბტროპიკული კლიმატი, უფრო მაღლა — ალპური კლიმატია. ლანგტანგიდან აღმოსავლეთით ვრცელდება მთიანი რეგიონი ჰელამბუ. მოსახლეობა განფენილია პარკის ტერიტორიაზე (დაახლოებით 4,500 მცხოვრები). მეტწილად დასახლებულია ტამანგებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]