ლარკინის ადმინისტრაციული შენობა

ლარკინის შენობა 1906 წელს.

ლარკინის შენობა (ინგლ. The Larkin Building) — ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ 1904 წელს ბუფალოში (ნიუ-იორკის შტატი) Larkin Soap Company-სთვის დაპროექტებული ადმინისტრაციული ნაგებობა. შენობა დაანგრიეს 1950 წელს. ხუთსართულიანი წითელი აგურის შენობა მრავალი ინოვაციით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ჰაერის კონდიცირების სისტემა, დაბურული მინის ფანჯრები, ჩაშენებული მაგიდის ავეჯი და დაკიდული ტუალეტის ნიჟარები (კედელზე დამაგრებული, იატაკზე საყრდენის გარეშე). შენობის ორნამენტები დამზადებული იყო მოქანდაკე რიჩარდ ბოკის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]