ლასკარი (ესპ. Lascar) — ვულკანი ანდების მთებში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ანტოფაგასტის რეგიონში, ატაკამიდან აღმოსავლეთით 30 კმ-ში. სიმაღლე ზღვის დონიდან – 5592 მ. ვულკანი შედგება 6 კრატერისაგან, რომლის სიგანე 400 მეტრია. უკანასკნელი ამოფრქვევა დაიწყო 2006 წლის 18 აპრილს და დამთავრდა 2007 წელს.
ყველაზე დიდი ამოფრქვევა იყო 26 500 წლის წინ, როდესაც ჩამოყალიბდა ვულკანის თანამედროვე ფორმა.
|