დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ლატრუნი ებრ. לטרון არაბ. اللطرون | |
![]() ლატრუნის მონასტერი | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 31°49′55″ ჩ. გ. 34°58′53″ ა. გ. / 31.83194° ჩ. გ. 34.98139° ა. გ. |
ლატრუნი (Domaine de Latroun) (ივრ: לטרון, არაბ.: اللطرون) —ტერიტორია ისრაელში, იერუსალიმის დასავლეთით 15 კმ -ში, აიალონის ველზე (ინგლ. Ayalon Valley). მდებარეობს თელ -ავივის აღმოსავლეთით 30 კმ -ში, № 3 და № 1 მაგისტრალების კვეთაზე.
ერთ -ერთი ვერსიის თანახმად, სახელი "ლატრუნი"( ფრანგ. La toron des Chevaliers —"რაინდების გორა") დაერქვა ამ მიდამოებში XII საუკუნეში მდებარე ჯვაროსნების ციხის სახელწოდების მიხედვით. სხვა ვერსიის თანახმად, XIV საუკუნეში მომლოცველები ამ ადგილს უწოდებდნენ „კეთილი ყაჩაღის სახლს" (ლათ. Domus boni Latronis ). [1]
ბორცვებზე მდებარეობს ლატრუნის ღვთისმშობლის მონასტერი, რომელიც დაარსდა 1890 წელს კარმელიტების სამონასტრო ორდენის მიერ, დღეს მონასტერი ეკუთვნის ტრაპისტების ორდენს. ორდენის ერთ-ერთი თავისებურება ამქვეყნიურ საკითხებთან დაკავშირებიული კომუნიკაციისგან თავშეკავება ან მინიმუმამდე დაყვანაა, ამიტომ მონასტერს ხშირად მდუმარეთა მონასტერსაც უწოდებენ.[2]
მე -19 საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონის კამპანიასთან ერთად, წმინდა მიწაზე ვაზი ჩაიტანეს და მისი ნერგები ლატრუნის მონასტრის ტერიტორიაზე დარგეს. მონასტერი დღემდე განთქმულია შესანიშნავი ღვინოებით, რომლებიც მზადდება მონასტრის კუთვნილ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან (ნაპოლეონის ვაზისგან).[3][4]
1970-იან წლებში მონასტრის კუთვნილი დაქირავებულ მიწებზე დაარსდა დასახლება ნევე შალომ-უაჰათ ას-სალამ, სადაც ებრაელები და არაბები ერთად ცხოვრობენ. დასახლება დაფუძნდა იმის საჩვენებლად, რომ ორ ხალხს ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლია.
ჰასმონელთა პერიოდიდან რეგიონალური ადმინისტრაციული ცენტრი (ტოპარქიის ცენტრი) იყო ქალაქი ემაუსი, რომელიც გვიანდელ რომაულ და ბიზანტიურ პერიოდში ცნობილია ნიკოპოლისის სახელით. ემაუსი, ნახსენებია სახარებებში, აქ იესო ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს სამოოცდაათ მოციქულთაგან ორს გამოეცხადა: [5]
![]() |
„„საღამოს მოგზაურები ღამით წავიდნენ ქალაქში, ტრაპეზის დროს იესომ პური გატეხა და კურთხევა გამოაცხადა. იმავე მომენტში ბინდი გაიფანტა მოწაფეების თვალთაგან და მათ იცნეს იგი“ (ლუკა 24:13).“
|
გორაკის თავზე ჯვაროსნების ციხესიმაგრე მდებარეობდა, რომელიც იაფა-იერუსალიმის გზაზე დამცავი ნაგებობის ფუნქციას ასრულებდა. ციხესიმაგრე ეკუთვნოდა ტამპლიერ რაინდებს. იგი 1191 წელს აღადგინა რიჩარდ ლომგულმა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ციხესიმაგრე დაშალეს თავად ჯვაროსნებმა სალადინთან შეთანხმების საფუძველზე ( 1192 წლის იაფას ხელშეკრულება). ციხესიმაგრიდან შემორჩენილია გალავნის ნანგრევები, მისგან დასავლეთით კარიბჭის ნაშთი მდებარეობს . გალავნის ჩრდილოეთით სიმაგრის სამი რიგია.
ამ ადგილის მახლობლად გადის ტრანშეები და სანგრები, რომლებიც პალესტინის ამ მხარეში 1915-17 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს გამართულ უმძიმეს ბრძოლებზე მოწმობს თურქეთ-გერმანიის ჯარებსა და ბრიტანეთის იმპერიის ANZAC-ის (ავსტრალიურ-ახალი ზელანდიის კორპუსი) კორპუსს შორის.
ისრაელის დამოუკიდებლობის ომის დროს ტეგარტი (პოლიციის ციხე) ლატრუნი წარმოადგენდა იორდანიის არაბული ლეგიონის ერთგვარ სიმაგრეს , რაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ებრაული ძალების სამი თავდასხმა ციხესიმაგრეზე (ლატრუნის ბრძოლები -ინგლ Battles of Latrun) ) წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ეგრეთ წოდებული "ბურმას" (დერეხ ბურმა-დროებითი გზა) გრუნტის გზის ნაჩქარევად მშენებლობის აუცილებლობა ლატრუნის გვერდის ავლით ებრაული იერუსალიმის მომარაგებისთვის. ექვსდღიანი ომის დროს ფორტი და ციხის ნაშთები იორდანელმა ჯარისკაცებმა სიმაგრის სახით გამოიყენეს. [6][7][8][9]
ლატრუნში განთავსებულია ისრაელის სატანკო ძალების მუზეუმი, ასევე მუზეუმი „მინი-ისრაელი“, სადაც მინიატურულად არის წარმოდგენილი სახელმწიფოს ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა. იქვე ახლოს მდებარეობს ფრინველთა მიგრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICSBM), აღმოსავლეთით არც თუ ისე შორს 700 ჰექტარი ფართობი უკავია ისრაელის ეროვნული პარკს, რომელსაც კანადა პარკს (ივრ. פארק קנדה არაბ: حديقة كندا ) ან აიალონის პარკს უწოდებენ.