ლგბტ უფლებები ავღანეთში — ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ისეთ იურიდიულ გამოწვევებს განიცდიან, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. ლგბტქ+ საზოგადოების წევრები იძულებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, შევიწროების, დაშინების, დევნისა და სიკვდილის შიშით. [1] ერის რელიგიურმა ბუნებამ და ამ საკითხზე საზოგადოებრივი განათლების ნაკლებობამ შეზღუდა საზოგადოებაში აღნიშნული საკითხის განხილვის ნებისმიერი შესაძლებლობა. ჰომოსექსუალიზმისა და მასთან დაკავშირებული ტერმინების ნებისმიერი ხსენება ტაბუდადებულად ითვლება. [2]
ავღანეთის კონსტიტუცია განსაზღვრავს შარიათის კანონის მნიშვნელობას, როგორც ყველა სხვა კანონის, პოლიტიკისა და რეგულაციების საწინდარს, რაც სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, აკრძალულია ერთნაირსქესიანთა ყველა სახის სექსუალური აქტივობა. [3] მიუხედავად იმისა, რომ 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი აღადგინეს 2001 წელს ამერიკის შემოჭრის შემდეგ, 2018 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შევიდა ქვეყნის სისხლის სამართლის ახალი კოდექსი. [4] სისხლის სამართლის ახალი კოდექსი ასახავს და კრძალავს სექსუალური ხასიათის სპეციფიკურ საქმიანობას და ითვლება, რომ იგი არაპროპორციულად აისახება ლბგტქ+ საზოგადოების წევრებზე.
1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი აღდგა რეგიონში აშშ-ს ოპერაციის შემდეგ და მასში რამდენიმე დებულებაა, რომლებიც ლგბტ ადამიანების ქმედებებს კრძალავს.
სისხლის სამართლის ეს კოდექსი შეიცვალა 2018 წლის სისხლის სამართლის კოდექსით. [5]
კონსტიტუცია ადგენს, რომ ავღანეთი ისლამური რესპუბლიკაა, ამიტომ შესაძლებელია ავღანეთში ლგბტ ადამიანებს ბრალი წაუყენონ შარიათის კანონის მიხედვით. ეს შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე წაყენებული ბრალდების ნაცვლად ან დამატებით. შარიათის შესახებ კანონის საფუძველზე დასჯა უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს იზოლირებულ დასახლებებში, მაგალითად სოფლად, სადაც კერძო მოქალაქეები და ფხიზლად მყოფი ჯგუფები ცდილობენ დასაჯონ ნებისმიერი, ვინც არ იცავს ისლამურ მკაცრ ზნეობას.
ქალაქებში, ჰომოსექსუალიზმში ნასამართლევი პირებისთვის, ძირითადად, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებენ. 2004 წელს ავღანეთის მთავრობის ამერიკელი მრჩეველი დააპატიმრეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ავღანელ მამაკაცთან ჰომოსექსუალური საქმიანობისთვის. სხვა სიახლეებში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა მამაკაცები დააპატიმრეს ერთნაირსქესიანთა სექსუალური ქცევის გამო. [6]
ალ-კაიდას მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მართავენ ისლამური ან შარიათული სამართლის მკაცრი ინტერპრეტაციით. ყველა ის სექსუალური ქცევა, რომელიც კანონიერი ისლამური ქორწინების მიღმაა, უკანონოა, მაქსიმალური სასჯელი კი სიკვდილია.
ჰომოსექსუალობა მიიჩნეოდა უმაღლეს დანაშაულად თალიბანის მმართველობის დროს, მაგრამ დანაშაულის ზომა შემცირდა და შესაძლებელია, დაისაჯოს ხანგრძლივი პატიმრობით.
როდესაც თალიბანის წევრებმა ქვეყნის კონტროლი მოიპოვეს გასული საუკუნის 90-იან წლებში, მათ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნიეს ნებისმიერი კავშირი ჰეტეროსექსუალური ქორწინების გარეშე და საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს კაცები და ქალები სიძვისა და მრუშობის ჩადენისთვის და გარყვნილებით დაკავების გამო . 1994 წელს თალიბანის უზენაესმა ლიდერმა, მოლა ომარმა, გადაარჩინა ბიჭი ყანდაარში ორი ] გენერლის მიერ სექსუალური ძალადობისგან და როდესაც მას დაეკისრა ქალაქის კონტროლი, ბრძანა, რომ ძალადობრივი და ურთიერთშეთანხმებული გარყვნილება სიკვდილით დასჯადი დანაშაული იქნებოდა. [7]
2003 წლამდე აივ-შიდსის შესახებ განათლება და მკურნალობა მცირედ ან საერთოდ არ არსებობდა. 2008 წლის მონაცემებით, აივ-შიდსით დაავადებულთა ოფიციალური რაოდენობა 504 ადამიანია, თუმცა სავარაუდოა, რომ მათი რიცხვი უფრო მაღალია, შესაძლოა ათასობით. [8] წიგნიერების დაბალი დონე, სუსტი ინფრასტრუქტურა და ტრადიციული სოციალური ცოდნა ართულებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო ინიციატივების შემოღებას.
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (სიკვდილით დასჯა) |
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | |
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა | |
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
|journal=
-ს (დახმარება)