ლეგიონერი ასტერიქსი

„ლეგიონერი ასტერიქსი“
„Astérix légionnaire“

გამომცემელი Hachette
გამოცემის თარიღი 1967
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 368-389
გამოცემის თარიღები 1966-1967
ენა ფრანგული
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და ნორმანები“ (1966)
შემდეგი „მეთაურის ფარი“ (1968)

ლეგიონერი ასტერიქსი“ (ფრანგ. „Astérix légionnaire“) — რიგით მეათე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1966-1967, გამოშვებები 368-389), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1967 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.

სიუჟეტის მიხედვით, ასტერიქსი და ობელიქსი ნადირობენ ტახებზე, როდესაც ხვდებიან ფალბალა, მათი სოფლის ყოფილ მაცხოვრებელს. ობელიქსს იგი უმალვე უყვარდება, მაგრამ რამდენიმე საათში ფალბალა შეიტყობს, რომ მისი საქმრო ტრაგიკომიქსი რომაელებმა გაიტაცეს და ჩრდილოეთ აფრიკაში ტყვედ წაიყვანეს. ობელიქსი გულდაწყვეტილია საქმროს არსებობის გამო, მაგრამ ფალბალას ჰპირდება, რომ ტრაგიკომიქსს დაუბრუნებს.

კომიქსის ძირითადი სიუჟეტი გადატანილია სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში „ასტერიქსი და სიურპრიზი კეისარს“. მასში აგრეთვე გამოყენებულია ტომის „გლადიატორი ასტერიქსი“ ელემენტები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]