ჩრდილოეთ ამერიკა 1973 | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | ჩრდილოეთ ამერიკა | |||
დაწყების თარიღი | 4 მაისი, 1973 | |||
დასრულების თარიღი | 29 ივლისი, 1973 | |||
კონცერტების რაოდენობა | 36 | |||
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
1973 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ჩრდილო ამერიკული ტურნე. იგი დაიწყო 4 მაისს და დასრულდა 29 ივლისს. კონცერტების უმრავლესობა გაიმართა აშშ-ში, ხოლო 18 ივლისს ჯგუფმა კონცერტი გამართა კანადის ქალაქ ვანკუვერში.
კონცერტებზე სეტლისტის უმრავლესობა შეტანილია ალბომში Houses of the Holy . 5 მაისს ჯგუფმა კონცერტი გამართა ფლორიდაში Tampa Stadium -ის სტადიონზე, ჯგუფის ამ კონცერტს დაესწრო 56,800 ადამიანი. ამ სტადიონზე 1965 წელს კონცერტი The Beatles-საც ჰქონდა გამართული, მაგრამ ლედ ზეპელინმა გაუსწრო The Beatles-ს კონცერტზე დასწრებული ადამიანების რაოდენობით. ამ კონცერტიდან ოთხეულმა $309,000 შემოსავალი მიიღო. საერთოდ მთელი ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა $4,000,000 მოგება ნახა.
ამ ტურნეს ფარგლებში ლედ ზეპელინმა გამართა კონცერტი ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზ მედისონ სკვერ გარდენში. კონცერტის ჩანაწერებით 1976 წელს გამოვიდა ლედ ზეპელინის პირველი ფილმი (The Song Remains the Same). მედისონ სკვერ გარდენის გამოსვლები ასევე შევიდა ლედ ზეპელინის DVD კრებულში Led Zeppelin DVD.
2 ივნისს ჯგუფმა კონცერტი გამართა სან ფრანცისკოში. ამ პერიოდში ჯგუფი უკვე ფლობდა საკუთარ თვითმფრინავს სახელწოდებით Starship. სან ფრანცისკოს შემდეგ ჯგუფმა კონცერტები გამართა ლას ვეგასში. უკანასკნელი კონცერტი გაიმართა ნიუ-იორკში.
ბისზე: