ლევან შენგელია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
ლევან შენგელია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევან შენგელია
დაბადების
თარიღი
27 ოქტომბერი, 1995 (1995-10-27) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
სამტრედია, საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა გარემარბი
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ოფი
ნომერი 27
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2014 დილა-2 გორი 14 (30)
2014–2015 დილა გორი 3 (0)
2015 ტორპედო ქუთაისი 1 (0)
2015 კოლხეთი-1913 ფოთი 11 (4)
2015–2018 ტუბიზი 40 (3)
2017–   ტეჯონ სიტიზენი 3 (5)
2018–2019 დინამო თბილისი 50 (25)
2019–2021 ქონიასპორი 59 (7)
2021–2022 ლუვენი 25 (3)
2022–2024 პანეტოლიკოსი 51 (5)
2024– ოფი 7 (1)
ეროვნული ნაკრები
2013–2014 საქართველო 19-წლ. 4 (0)
2015–2016 საქართველო 21-წლ. 4 (1)
2019– საქართველო 19 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024

ლევან შენგელია (დ. 27 ოქტომბერი, 1995, სამტრედია) — ქართველი ფეხბურთელი, ბერძნული „ოფისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბი და შემტევი ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

პროფესიონალური კარიერა 2013 წელს გორის „დილას“ მეორე გუნდში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 31 აგვისტოს ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის სტუ და გორის „დილა“ 2 დაუპირისპირდნენ, სპორტ-კომპლექს „შატილის“ მოედანზე გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა.[1]

თავისი პირველი გოლი იმავე წლის 12 სექტემბერს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ 2 დაუპირისპირდნენ, „ჩელე არენაზე“ გაიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[2]

2013 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, როდესაც მატჩის 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია შეცვალა.[3][4]

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, 2023 წლის 15 ოქტომბერს გაიტანა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
2019 4 0
2020 3 0
2021 3 0
2022 1 0
2023 3 1
2024 5 0
ჯამში 19 1
საქართველოს დროშა დინამო თბილისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]