ლევანი | |
---|---|
ლევან მეფის ფრესკა, ფილოთეის მონასტერი | |
კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1518/1520 |
მმართ. დასასრული: | 1574 |
წინამორბედი: | გიორგი II (1513–1520 წლებში კახეთს მეფე არ ჰყოლია, ქართლის მიერ იყო დაპყრობილი) |
მემკვიდრე: | ალექსანდრე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1504 |
გარდ. თარიღი: | 1574 |
მეუღლე: |
თინათინ გურიელი, შამხლის ასული |
შვილები: | გიორგი, იესე, ალექსანდრე II, ელმირზა, ვახტანგი, ერეკლე, თეიმურაზი, დავითი, ბაგრატი, ხოსრო, ნიკოლოზი, ელენე, ქეთევანი, თეკლა, ნესტან-დარეჯანი[1] |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი II |
დედა: | ელენე დედოფალი |
ხელმოწერა: | |
ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513 წელს, როდესაც ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა ოჩანის ციხეში დამალეს. მათ ისარგებლეს 1518 წელს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი სეფიანთა ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 წელს ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 წელს მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის 56 წლიანი მმართველობის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი და გრემი. მასზე დიდ ხანს არცერთ ბაგრატიონს უმეფია.
1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისათვის.
წინამორბედი: გიორგი II (გიორგის შემდეგ, 1513–1520 წლებში, კახეთი ქართლის მეფეებს ეკავათ) |
კახეთის მეფე 1918/1520-1574 |
შემდეგი: ალექსანდრე II |