ლელო საქართველოსთვის

ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე
ისტორია
დაფუძნდა 22 დეკემბერი, 2019
წინამორბედი
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის[1]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
9 / 150
საკრებულოები
29 / 2 068
თბილისის საკრებულო
2 / 50
ფერები     
lelo9.ge

ლელო საქართველოსთვისცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. არის ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა.[2] პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას წინ უძღვოდა მამუკა ხაზარაძის მიერ 2019 წლის ზაფხულში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დაარსება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშილი), თუმცა პარტიის შეფასებით არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ლელოს წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს,[3] რომელიც თითქმის 5 თვე გაგრძელდა. 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 12 ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის ლელოს 4 წევრი, პარლამენტში შევიდა.[4]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[5]

„ლელო“ ცენტრისტულ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს. ხაზარაძის თქმით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისაგან. იმავე დროს, ლელო: „ემხრობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, ღირსეულ და დაცულ შრომას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, ბავშვთა შიმშილის დამარცხებას, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და მწვანე პოლიტიკას“.[6]

პოლიტიკურ გაერთიანებას მართავს პოლიტიკური საბჭო[2]

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2020 60 712 3,15
4 / 150
ახალი ოპოზიცია დამოუკიდებელი
2024 182 922 8,81
9 / 150
5 ოპოზიცია ძლიერი საქართველო
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 47 861 2,71
27 / 2 068
ახალი
  1. ჩიჩუა, ნინო (2 ივნისი, 2022). „„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „მამუკა კაციტაძე - მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ არსებობას წყვეტს“. 1TV. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ლელო პარლამენტში არ შედის“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. https://civil.ge/ka/archives/416446
  5. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა
  6. „თავისუფალი ბაზარი და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა თავსებადია — გრიგოლ გეგლია“. On.ge. 24 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)