ლეონ თორნიკიოსი | |
---|---|
Λέων Τορνίκιος | |
![]() | |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | XI საუკუნე |
დაბადების ადგილი | ადრიანოპოლი |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 24 დეკემბერი, 1047 |
კუთვნილება | ბიზანტიის იმპერია |
წოდება | გენერალი |
ლეონ თორნიკიოსი (ბერძ. Λέων Τορνίκιος) — XI საუკუნის ბიზანტიელი არისტოკრატი და გენერალი, რომელიც 1047 წელს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახის წინააღმდეგ ამხედრდა.
ლეონ თორნიკიოსი დაიბადა ადრიანოპოლში, ის კონსტანტინე XI-ის ნათესავი და ქართული არისტოკრატიული ოჯახის თორნიკიოსების შთამომავალი იყო.[1] ფსელოსის მიხედვიდ, იმპერატორმა ის იბერიის დუკად დანიშნა.[2] მიუხედავად იმისა რომ მას კონსტანტინე ხელს უწყობდა, თორნიკიოსი მზაკვრული და ამბიციური პიროვნება იყო. ის იმპერატორის დის ეუპრეპიის ერთგული გახდა, რომელიც იმპერატორის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა.[3][4] მიუხედავად იმისა, რომ თორნიკიოსი აღმოსავლეთში იმყოფებოდა და მისი მომხრეების მიერ აჯანყება მაკედონიაში დაიწყო, თორნიკიოსი მალევე გამოიწვიეს კონსტანტინოპოლში, სადაც ის ბერად აღკვეცეს, მიუხედავად ამისა ის მაინც სარგებლობდა თავისუფლად გადაადგილების პრივილეგიით.[5] რითიც ისარგებლა თორნიკიოსმა და 1047 წლის, 14 სექტემბერს დედაქალაქიდან ადრიანოპოლში გადავიდა. აქ მან შემოიკრიბა მომხრეები და უკმაყოფილო გენერლები, რომლებიც იმპერატორის არასასურველი მართველობის წინააღმდეგ აამხედრა. თორნიკისომა თავი იმპერატორად გამოაცხადა და დედაქალაქის წინააღმდეგ დაირაზმა, 1047 წლის, 25 სექტემბერს კი კონსტანტინოპოლის კედლების წინ დაბანაკდა.[4] თორნიკიოსის მომხრეებმა მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებული მსუბუქად შეიარაღებული სამხედრო დანაყოფი მალევე გაანადგურა. ამ დამარცხებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა დედაქალაქის მეციხოვნეებზე, რომლებმაც ეგრევე მიატოვეს ქალაქის კედლები და ჭიშკრები. თორნიკიოსი ყოყმანობდა და არ ჩქარობდა ქალაქის აღებას, რითიც დაკარგა ქალაქის აღების შანსი. კონსტანტინეს ბრძანებით, ანატოლიური ჯარის მოსვლამდე,[5] მოხერხდა კედლების დაკავება და ქალაქის სიმაგრეების გამაგრება. ალყა 4 დღე გაგრძელდა 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინეს არ გააჩნდა სამხედრო გამოცდილება, მან ამ ბრძოლაში ენერგიულობა და გამბედაობა გამოავლინა.[4] თორნიკიოსის თავდასხმები იმპერატორის ჯარებმა თანდათანობით მოიგერიეს. ამ მარცხის შემდეგ, თორნიკე იძლებული იყო დასავლეთით გაბრუნებულიყო და იმის იმედით რომ ძალების აღდგენას მოასწრებდა ის რადესტუსი აღებას შეუდგა, სადაც ის კვლავ მოიგერიეს. აჯანყებულების რიგები თანდათან დაიცალა, მომხრეებმა თანდათანობით მიატოვეს თორნიკიოსი.[5] დამარცხებული თორნიკიოსი იძლებული გახდა ბულგაროფიგონის მონასტერში გახიზნულიყო, მაგრამ ის მალევე შეიპყრეს. 1047 წელს, შობა დღეს, კონსტანტინოპოლში ის, მის მთავარ მომხრე ვინმე იოან ვატაცესთან ერთად დააბრმავეს. რის შემდეგადაც ცნობები მის შესახებ აღარ გვხვდება.[5]
|title=
(დახმარება)