ლეონარდ ბოიარსკი | |
---|---|
![]() ბოიარსკი 2017 წელს | |
მშობლიური სახელი | ლეონარდ ბოიარსკი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი, ფულერტონი |
საქმიანობა | ვიდეო თამაშების დიზაინერი, მხატვარი |
დამსაქმებელი | Blizzard Entertainment |
ცნობილი ნაშრომები | Fallout |
ლეონარდ ბოიარსკი (ინგლ. Leonard Boyarsky) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი და მხატვარი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც წამყვანი დიზაინერი შემდეგი კომპიუტერული თამაშებისა: „Fallout“, „Fallout 2“, „Vampire: The Masquerade - Bloodlines“, „Diablo III“ და „Arcanum“.
მას შემდეგ რაც ლეონარდმა მიიღო ბაკალავრის დიპლომი ილუსტრაციაში (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ფულერტონი) და ასევე ბაკალავრის დიპლომი სახვით ხელოვნებაში (კოლეჯ არტ-ცენტრში) დაიწყო მუშაობა თარჯიმნად კომპანია Interplay Entertainment-სა და Maxis-ში 1992 წელს.
კომპანიაში შტატების სიმცირის გამო იგი დაქირავებული იქნა სამხატვრო ხელმძვანელად, როგორც წამყვანი მხატვარი და დიზაინერი/სცენარისტი.
მისი პირველი ნაშრომი გახდა როლური თამაში „Stonekeep“, გამოსული 1995 წელს. ორი წლის შემდეგ, 1950-იანი წლებით შთაგონებულმა შექმნა გამორჩეული რეტროფუტურისტული სტილი — Vault Boy-ის რიგი ილუსტრაციები („Fallout“) - შექმნა უჩვეულო დასასრული. ასევე შეიტანა შესწორება თამაშის დიალოგებში. Interplay-ის დატოვებამდე, ტიმ კაენთან და ჯეისონ ანდერსონთან (შემდგომში Troika Games-ის დამფუძნებლები) ერთად მონაწილეობდა „Fallout 2“-ის შექმნაში.
Troika Games-ში ბოიარსკი ასრულებდა სხვადასხვა როლებს, იგი იყო სამხატვრო დირექტორი, დიზაინერი, სცენარისტი და ასევე აღმასრულებელი დირექტორი.
პირველ პროექტში „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“, რომელიც გამოსული იქნა 2001 წელს, მან შეასრულა იგივე მოვალეობები რაც „Fallout“-ის შექმნის დროს — შექმნა ძირითადი მხატვრული სიუჟეტი, პერსონაჟის დიალოგების ფანჯარა და ქვესტების დიზაინი. 2004 წელს მან უხელმძღვანელა „Vampire: The Masquerade - Bloodlines“-ის შექმნას, რომელიც Troika Games-ის უკანასკნელი თამაშია. მოგვიანებით ბოიარსკი მონაწილეობდა უსახელო პოსტაპოკალიფტური სტილის პროექტში, რომლის შემუშავება შეწყდა ფინანსური სიმწირის გამო. თუმცა მოგვიანებით, თამაშის ძრავის შესაძლებლობები დემონსტრირებული იქნა ფართო საზოგადოებისათვის[1].
2005 წელს სტუდიის დახურვის შემდეგ ლეონარდი იღებს ერთ წლიან შვებულებას.
2006-2016 წლებში ბოიარსკი მოჭვაწეობდა Blizzard Entertainment-ში „Diablo III“-ის წამყვანი დიზაინერის თანამდებობაზე.
2016 წლის აპრილიდან დღემდე ბოიარსკი მუშაობს კომპანია Obsidian Entertainment-ში.[2]