ლერჩერი

ლერჩერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი/ირლანდია
თვისებები
წონა მამრი 30-32 კგ.
მდედრი 27-30 კგ.
სიმაღლე მამრი 73-76 სმ.
მდედრი 69-73 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლერჩერი (ინგლ. Lurcher) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შოტლანდიაში შუა საუკუნეებში.

ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი ბოშების და მომთაბარე ტინკერების მიერ გამოყვანილი ლერჩერის დასახელება ბოშური სიტყვა "lur" — „ქურდი“-დან მოდის. ყველაზე მეტად მოკლებეწვიანი ლერჩერები ფასობდნენ, რომლებიც გრეიჰაუნდებისგან წარმოიშვნენ და კურდღლებზე ბრაკონიერული ნადირობისას გამოიყენებოდნენ. ეს ძაღლი იშვიათად გვხვდება ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ფარგლებს გარეთ. ისტორიული თვალსაზრისით ეს გრეიჰაუნდისა და კოლის (ან ტერიერის) ნაჯვარია. დღესდღეობით მას მხოლოდ ლერჩერთან აჯვარებენ, რომ განმტკიცდეს ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი კურდღლის დევნის თვისება.

ლერჩერი ადამიანებთან ძალიან ნაზია და მეგობრული, თუმცა ძალიან ენერგიულია და ქალაქის პირობებში ცხოვრებას ვერ ეგუება. ბუნებით მორბენალი, ლერჩერი დევნის და კლავს ნებისმიერ მცირე ზომის ნადირს. ლერჩერის ბალნის ფერი ნებისმიერია, ღრმა მკერდი დიდ ფილტვებს იტევს და გამძლეობას უზრუნველყოფს, ფეხები გრძელი და სწორია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: