ლინდა სპილკერი | |
---|---|
Linda Spilker | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 1955 |
დაბ. ადგილი | აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია |
ალმა-მატერი |
კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფულერტონი); კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი); კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) |
ჯილდოები |
NASA-ს გამორჩეული მუშაობის მედალი (2013); NASA-ს ჯგუფური მიღწევების პრემია (2011, 2009, 2000, 1998, 1982–1989); NASA-ს სამეცნიერო მიღწევის პრემია (1982) |
სამეცნიერო სფერო | პლანეტური მეცნიერება |
ლინდა სპილკერი (ინგლ. Linda Spilker) — ამერიკელი პლანეტური მეცნიერი, NASA-ს მისია „კასინის“ პროექტის მეცნიერი.[1][2][3][4][5] მისი კვლევის ინტერესებს შორის არის სატურნის რგოლების ევოლუცია და დინამიკა.[6]
1977 წელს სპილკერმა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფულერტონი) მიიღო, 1983 წელს კი ფიზიკის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი). 1992 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) დაიცვა საიდოქტორო ნაშრომი თემაზე გეოფიზიკა და კოსმოსის ფიზიკა. 1977 წელს შეუერთდა NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიას, რომელიც იმ დროს „ვოიაჯერის“ მისიებზე მუშაობდა; ხომალდები იმავე წელს გაუშვეს.[7] 1990 წელს ის „კასინის“ მისიის მეცნიერი გახდა. 1997 წელს სპილკერი რედაქტორობდა NASA-ს პუბლიკაციას, რომელიც მისიის მემკვიდრეობას აჯამებდა.[8] 2010 წელს ის „კასინის“ მისიის პროექტის მეცნიერი გახდა — დაიკავა მთლიანი ჯგუფის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელის პოზიცია.[2][3][4][5][7]