ლიპტაკო — ისტორიული რეგიონი დასავლეთ აფრიკაში. ის მდებარეობს ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთში, ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში და მცირე ნაწილი მალის ცენტრალურ სამხრეთ-აღმოსავლეთში. მდინარე ნიგერის მარჯვენა ნაწილიდან დაწყებული იგი ბორცვებიანია. ლიპტაკო, როგორც წესი, ასოცირდება ფულბეს ხალხის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში ისლამურ სახელმწიფო ლიპტაკოს ემირატთან.[1][2] ნახევრადმომთაბარე ფულბეს ხალხთან ერთად, ლიპტაკოს რეგიონის ძირითადი ისტორიული მოსახლეობაა გურმას ხალხი, მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ მოსის და სონგაის ხალხი.
თანამედროვე ლიპტაკო, რომლის ტერიტორიის უმრავლესობა მდებარეობს ბურკინა-ფასოს 10 პროვინციაში, ნიგერის ორ დეპარტამენტში (ტერა და საი) და მალის მცირე ტერიტორიაზე, საკმაოდ ბორცვიანია, ხოლო ნაწილი მეჩხერადაა დასახლებული. როგორც ყველგან, ფულბეს მოსახლეობა, ცნობილი როგორც "Liptaako" ან "Liptako Fula", ისტორიულად მისდევს ნახევრადმომთაბარე მეცხოველეობას და ვაჭრობას.[3] სავარაუდოდ, XIX საუკუნეში მეზობლად მდებარე მდინარე ნიგერთან არსებული რეგიონში დომინანტი სავაჭრო ცენტრის დასაყრდენი იყო ლიპტაკოს ტერიტორიაზე გამავალი ფულბეს ხალხის სავაჭრო გზები. XX საუკუნის ბოლოს აქ აღმოჩნდა ოქრო და სხვა სასარგებლო წიაღისეული,[4] რის შედეგადაც 1970 წლისთვის შეიქმნა Liptako–Gourma Authority-ს რეგიონალური ორგანო, სადაც თავმოყრილია რეგიონში არსებული მინერალური, ენერგეტიკული, ჰიდროტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო რესურსები. ამ ორგანოს ზონებს უკავია 370 000 კმ² ფართობი, უფრო მეტი, ვიდრე ისტორიული ლიპტაკო, მათ შორის ბურკინა-ფასოს 19 პროვინცია, მალის 4 დეპარტამენტი და ნიგერის ორი რეგიონი. ლიპტაკოს რეგიონის მსხვილი ქალაქებია: დიაგურუ, ტერა და დორი ნიგერში და კოალა და არიბინდუ ბურკინა-ფასოში.[5]