ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი | |||
---|---|---|---|
![]() ლიეტუვა და პოლონეთი XV საუკუნის დასაწყისში. | |||
თარიღი | 1432-1438 | ||
მდებარეობა | ლიტვის დიდი სამთავრო, პრუსია, ვოლინი | ||
შედეგი | სიგიზმუნდის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი პოლონეთის სამეფოსა და მის ვასალ ლიტვის დიდ სამთავროს შორის, რომელიც დაიწყო სვიდრიგაილოს დიდ მთავრად არჩევის შემდეგ.
სვიდრიგაილოს მიერ ლიტვის დიდი სამთავროს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ პოლონეთთან ურთიერთობები გაართულა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ რაც პოლონელებმა დაიკავეს პოდოლია. მალევე დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც სვიდრიგაილოს მხარეს ჩაებნენ ტევტონთა ორდენის რაინდები, რომელთაც უკვე ომი ჰქონდათ გამოცხადებული პოლონეთთან.
კონფლიქტმა სამოქალაქო ომის სახე მიიღო 1432 წელს, მას შემდეგ, რაც პოლონელების დახმარებით სამთავროს ტახტის კანდიდატმა სიგიზმუნდმა სვიდრიგაილო გარდაცვლილად გამოაცხადა და დაიკავა მისი ადგილი.
სამოქალაქო ომის აქტიური ფაზა გაგრძელდა 1435 წლამდე, როდესაც ვილკომირის გადამწყვეტ ბრძოლაში სვდრიგაილოს და მისი მომხრეების არმია დაამარცხეს სიგიზმუნდის მომხრეთა არმიამ. სვიდრიგაილოს ჯარები საბოლოოდ დაამარცხეს 1437 წელს.
სიგიზმუნდი ხელისუფებაში დარჩა 8 წლის განმავლობაში, 1440 წელს იგი შეთქმულებმა მოკლეს.