ლუკას გეიჯი (ინგლ. Lukas Gage; დ. 28 მაისი, 1995, სან-დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. გამოჩნდა ტელესერიალებში „ამერიკელი ვანდალი“, „თეთრი ლოტუსი“, „შენ“, „ეიფორია“.
გეიჯი დაიბადა კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოში და გაიზარდა კალიფორნიის ქალაქ ენსინიტასში. ყოველ ზაფხულს მიდიოდა კინობანაკში და მონაწილეობას იღებდა სპექტაკლებსა და სარეკლამო გადაღებებში. ირიცხებოდა სან-დიეგიტოს აკადემიაში.
2020 წელს გეიჯმა გამოაქვეყნა კლიპი, სადაც zoom-ში ონლაინშეხვედრის დროს ისმოდა რეჟისორ ტრისტრამ შაპიროს ხმა, რომელიც აკრიტიკებდა გეიჯის ბინას და არ იცოდა, რომ მიკროფონი ჩართული ჰქონდა.[1] გეიჯმა მხარდამჭერი შეტყობინებები მიიღო კონოინდუსტრიაში მოღვაწე სხვადასხვა ცნობილი პირისა და სტუდიისგან. ამ სკანდალის შემდეგ დაუმტკიცეს როლი „HBO“-ს მინისერიალში „თეთრი ლოტუსი“.
თმის სტილისტმა კრის ეპლტონმა „დრიუ ბერიმორის შოუში“ დაადასტურა მისი ურთიერთობა გეიჯთან. 2023 წლის 5 აპრილს წყვილი დაინიშნა და 19 დღის შემდეგ დაქორწინდნენ. 2023 წლის 3 ნოემბერს ეპლტონმა შეიტანა სარჩელი გეიჯთან განქორწინებაზე, „შეუთავსებელი განსხავებების“ გამო.[2]