ლუოტო (ფინ. Luoto; შვედ. Larsmo; შვედურად ცნობილია როგორც ლარსმო) — მუნიციპალიტეტი იაკობშტადის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 744 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 853.28 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 40.33 ადამიანია 1 კმ²-ზე. ლარსმო ეწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელსაც. მუნიციპალიტეტი ორენოვანია. უმრავლესობის ენა შვედურია, ხოლო უმცირესობის ― ფინური. 2014 წლამდე ლარსმოს ერთადერთი ოფიციალური ენა შვედური იყო. მუნიციპალიტეტი მოიცავს 360 კუნძულისგან და შხერებისგან შემდგარ არქიპელაგს. სანაპირო ხაზის სიგრძე 500 კმ-ია. ფინეთის უდიდესი ხელოვნური მტკნარი ტბა, ლარსმო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
|
---|
| მუნიციპალიტეტები | | |
---|
| ყოფილი მუნიციპალიტეტები | |
---|
|