ლურინი

ლურინი
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
სათავე ანდები
სიგრძე 108,57 კმ
აუზის ფართობი 1 670 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ლურინი ვიკისაწყობში

ლურინი — მდინარე პერუში, ლიმის რეგიონში. სიგრძე 108,57 კმ-ია; სათავეს იღებს დასავლეთ ანდების მყინვარებსა და ლაგუნებში, სადაც ის ჩაილილას სახელითაა ცნობილი, იქამდე, ვიდრე შეერწყმება მდინარე ტაკია, რის შემდეგაც მას უკვე ლურინი ეწოდება. მთავარი შენეკადებია ტაკია, ლიაკომაიკი, ტინახასი და ჩანჩაუარა — მარცხენა ნაპირზე და ჩამაკნა — მარჯვენა ნაპირზე.

წყნარ ოკეანესთან შეერთებამდე, მდინარე კვეთს უაროჩირისა და ლიმის პროვინციებს. აუზის ფართობი შეადგენს 1 670 კმ²-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]