„ლურჯი საკეტი“ — იაპონური მანგათა და ანიმე სერია, რომელიც შექმნა მუნეიუიკი კანეშირომ და ილუსტრირება გაუკეთა იუსუკე ნომურამ. მანგა ქვეყნდებოდა Kodansha's Weekly Shōnen Magazine-ში, 2018 წლიდან. 2023 წლის სექტემბრისთვის გამოვიდა მისი 26 ტომი. ანიმე სერიალი შექმნა სტუდია Eight Bit-მა და სერიები გაყიდვაში ეშვებოდა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე. ანიმეს დაუმტკიცდა მეორე სეზონიც[1].
2023 წლის აგვისტოში, მანგის გაყიდვებმა 28 მილიონს გადააჭარბა[2], რის შედეგადაც „ლურჯი საკეტი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგათა სერია.