ლუქსემბურგი |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|
|
სხვა ქვეყნები · ატლასი პოლიტიკის პორტალი |
ლუქსემბურგის საგარეო ურთიერთობები - გამოირჩევა ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერით. ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების ფარგლებში, 1921 წელს ლუქსემბურგმა და ბელგიამ ჩამოაყალიბეს ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირი (BLEU), რათა შეექმნათ შიდა-გაცვლითი ვალუტა და საერთო საბაჟო რეჟიმი. ლუქსემბურგი არის ბენილუქსის ეკონომიკური კავშირის წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (ახლა ევროკავშირი) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის ასევე წევრია შენგენის ჯგუფისა (ლუქსემბურგის იმ სოფელის სახელობის, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას), რომლის მიზანია კავშირის წევრებს შორის მოქალაქეთა თავისუფალი მიმოსვლა. ამავდროულად, ლუქსემბურგელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროპულ ერთობას აზრი აქვს მხოლოდ დინამიური ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კონტექსტში და, შესაბამისად, ისინი ტრადიციულად ატარებს ნატო-სა და აშშ-ს მხარდამჭერ საგარეო პოლიტიკას. ლუქსემბურგი არის ფუნქციონირების ადგილი ევროპული სასამართლოს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, ევროპული საზოგადოებების სტატისტიკური ბიუროს (ევროსტატი) და ევროკავშირის სხვა მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის. ევროპული პარლამენტის სამდივნო, ასევე, მდებარეობს ლუქსემბურგში, მაგრამ პარლამენტი ძირითადად იკრიბება სტრასბურგში.
ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, ჩეხეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.
ლუქსემბურგი აპირებს გახსნას საელჩო არაბთა გაერთიანებული საამიროებში[1]
ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ავსტრალია ლუქსემბურგში წარმოდგენილი თავისი საელჩოთი ბრიუსელში (ბელგია). ლუქსემბურგი ავსტრალიაში წარმოდგენილია კანბერაში ნიდერლანდების საელჩოს მიერ და საპატიო საკონსულოთი აღმოსავლეთ ლინდფილდში.
აშშ, მოკავშირეთა მხარეს მებრძოლმა, დიდი წვლილი შეიტანა ლუქსემბურგის განთავისუფლებაში პირველი მსოფლიო ომისა და მეორე მსოფლიო ომის დროს. 5 000 მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, აშშ-ს ჯარს გენერალი ჯორჯ ს. პატონის ჩათვლით, დაკრძალულნი არიან ლუქსემბურგის ამერიკელთა სასაფლაოსა და მემორიალზე ახლოს ქალაქ ლუქსემბურგთან. ასევე ბევრ ქალაქში არის მონუმენტი ამერიკელი განმათავისუფლებლებისა. ძლიერი ურთიერთობები აშშ-ლუქსემბურგისა გამოხატულია ორმხირივი და საერთო წევრობით ნატოსი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაიის.
ლუქსემბურგმა აღიარა ესტონეთი 1923 წლის 22 თებერვალსა და ხელახლა აღიარა 1991 წლის 27 აგვისტოს[3]. ქვეყნებმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები 1911 წლის 29 აგვისტოს[3]. ესტონეთი წარმოდგენილია ლუქსემბურგში ბრიუსელის (ბელგია) საელჩოთი და საკონსულოთი ლუქსემბურგში[3]. ლუქსემბურგი წარმოდგენილი ესტონეთში პრაღის (ჩეხეთი) საელჩოთი[3].
1937 წელს ცნობილი ესტონელი პოლიტიკური ლიდერი არტურ სირკი, ლუქსემბურგსთვის თავის შეფარების პერიოდში იპოვეს გარდაცვლილი, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომით. იმის მიუხედავად, რომ ლუქსემბურგის ჟანდარმერიამ ანგარიშში მიუთითა თვითმკვლელობა, შეუსაბამობების გამო ესტონეთის საქმეთა რწმუნებული პარიზში, რუდოლფ მოლერსონი გაიგზავნა გამოძიებისთვის[4]. ესტონელი ისტორიკოსები, პუსტასა[5] და ტომინგასის[6] ჩათვლით, ამტკიცებნდნე, რომ ეს სიკვდილი იყო აქტი დეფენესტრაციისა შესრულებული ესტონეთის პირველი პრეზიდენტის, კონსტანტინ პიატსის აგენტების მიერ.
2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ლუქსემბურგიდან წამოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა ესტონეთში შეადგინა 225 ლიმიონი ევრო, რაც არის 2% მთელიანი უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისა. ლუქსემბურგში დაახლოებით 300 ესტონელი ცხოვრობს[3]. ესტონური კულტურული ასოციაცია დაარსდა 1998 წელს[7]. ესტონელი პრეზიდენტის, არნოლდ რუიტელის სახელმწიფო ვიზიტი ლუქსემბურგში გაიმართა 2003 წლის მაისში[3][8], ხოლო პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპის - 2006 წელს. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ჟან-კლოდ იუნკერი ესტონეთში იმყოფებოდა 1999-სა და 2007 წელს.
ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა დიპლომატიურ ურთიერთობებს 1973 წელს. ლუქსემბურგი წარმოდგენილია ვიეტნამში თავისი საელჩოთი პეკინში, ჩინეთში. ვიეტნამი წარმოდგენილია თავისი საელჩოთი ბრიუსელში, ბელგიაში.
ლუქსემბურგი წარმოდგენილია თურქეთში თავისი საელჩოთი ანკარაში, რომელიც გაიხსნა 1987 წელს[14].
ლუქსემბურგში დაახლოებით 500 ეთნიკური თურქი ცხოვრობს, 200 მათგანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. სავაჭრო ბალანსმა ორ ქვეყანას შორის მიაღწია $217 მილიონს 2011 წელს[14].
ლუქსემბურგი ძლიერად უჭერსმხარს თურქეთის კანდიდატობას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის[15][16].
1947 წლის ნოემბერში ლუქსემბურგმა ხმა მისცა ტეროტირიის გაყოფის გეგმას ებრაული სახელმწიფოს შექმნისათვის. ისრაელმა და ლუქსემბურგმა დაამყარეს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წელს. ლუქსემბურგის მცირე ზომის გამო, ისრაელის საელჩო მდებარეობს ბრიუსელში და ლუქსემბრუგი პოლიტიკურად წარმოდგენილია ნიდერლანდების საელჩოს მიერ, ხოლო ეკონომიკურად - ბელგიის საელჩოს მიერ.
ლუქსემბურგმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წლის 21 თებერვალს[22]. ლუქსემბურგმა დადო პირობა, რომ კოსოვოს მისცემდა €30 მილიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ლუქსემბურგმა განაცხადა, რომ ფული ძირითადად იყო პროფესიულ ტრენინგებზე ფოკუსირებისთვის პრიშტინასა და მიტროვიკას ჩრდილოეთ ხელისუფლებისთვის.
ქვეყნებმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები 1910 წლის 10 დეკემბერს. 1991 წლის 19 აგვისტოდან რუმინეთს აქვს საელჩო ქალაქ ლუქსემბურგში. ლუქსემბურგი წარმოდგენილია რუმინეთში თავისი საელჩოთი ათენში (საბერძნეთი) და ორი საკონსულოთი (ბუქარესტსა და სიბიუში).
ლუქსემბურგს აქვს საელჩო მოსკოვში და საკონსულო სანქტ-პეტერბურგში. რუსეთს აქვს საელჩო ქალაქ ლუქსემბურგში.
ორივე ქვეყანა წევია ევროპის საბჭოსი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცისა და გაეროსი.
ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, პირველი რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ოციფიალური ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსემბრუგში, იყო ვლადიმერ პუტინი 2007 წლის 24 მაისში. ომხრივი ვაჭრობა გასამმაგდა $66.6 მილიონიდან 2003 წელს $228.3 მილიონამდე 2006 წლისთვის. ენერგია და ფინანსები მთავარი არეებია ამ ორი ქვეყნის კოოპერაციისა.