მაგიდა სამისთვის | |
---|---|
სატელევიზიო სერიალი | |
ჟანრი |
ტელენოველა ტელესერიალი დრამა მელოდრამა |
სცენარი |
ხორხე ჰილერი კლაუდია სანჩესი რაფაელ როხასი |
რეჟისორი |
არმანდო ბარბოსა ლუის ორხუელა |
მონაწილეობენ |
ჰექტორ არენდონდო დიეგო კადავიდი კატალინა არისტისაბალი |
მთავარი თემა | Te quiero para mí |
ქვეყანა | კოლუმბია |
ენა | ესპანური |
ეპიზოდი | 118 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | ორლანდო ხიმენესი |
პროდიუსერ(ებ)ი |
ასიერ აგილარი მიგელ ანხელ დასა |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Caracol TV |
ჩვენების ფორმატი | 480i (SDTV) |
პირველად ეთერში | 15 მარტი, 2005 |
[საიტი საიტი] |
მაგიდა სამისთვის (ესპ. Mesa para tres) — კოლუმბიური ტელენოველა, რომლის პროდიუსერმა ორლანდო ხიმენესმა გადაიღო 2004 წელს ტელეკომპანია Caracol TV-თვის. მთავარ როლებში ჰექტორ არენდონდო, დიეგო კადავიდი და კატალინა არისტისაბალი. სერიალის ახალი ვერსია ტელეკომპანია MyNetworkTV- იმ გადაიღო სახელწოდებით სურვილი: მაგიდა სამისთვის, რომლის ამერიკული რეიტინგი 14,2 დან 55,0-მდე მერყეობდა.
ლუისი და მისი ძმა ალეხანდრო ტორო დედამისთან ერთად გადავიდნენ ბოგოტაში, რადგან მათ მშობლიურ ქალაქში რესტორანი ჰქონდათ, რომელიც დაეწვათ. ბოგოტაში ისინი კლასიკურ რესტორან Zavatti-ში დაიწყებენ მუშაობას, სადაც ორივე ძმა ერთი ქალი ანდრეა საბატი შეუყვარდება, რომელიც რესტორნის მფლობელის ჰაროლდ საბატის ქალიშვილია. ჯორჯ ბრაუნი ანდრეას შეყვარებულია და ცდილობს ორივე ძმა მოაშოროს შეყვარებულს, რადგან მფლობელის ქალიშვილთან ურთიერთობით მას გარანტირებული აქვს მომავალი. ლუისს გაიტაცებენ და ყველა ჩათვლის რომ გარდაცვლილია, ალეხანდრო და ანდრეა ერთად არიან მაგრამ, როცა ლუისი ისევ დაბრუნდება უკან ალეხანდროს უღალატებს და ანდრეასთან დაახლოვებას დაიწყებს.
ქვეყანა | სახელწოდება | არხი |
---|---|---|
კოლუმბია | Caracol Novelas | |
ვენესუელა | RCTV | |
საქართველო | მაგიდა სამისთვის (Mesa Para Tres) | MZE TV |
იაპონია | 『アンドレア〜愛と略奪の炎』 | ClubiT Arena |
ურუგვაი | Montecarlo TV | |
ესპანეთი | Localia | |
პანამა | RPC TV Canal 4 | |
ნიკარაგუა | Canal 4 | |
გვატემალა | Canal 3 | |
სალვადორი | TCS | |
Tele Antillas | ||
პერუ | Latele | |
ეკვადორი | Ecuavisa | |
ჰონდურასი | Televicentro | |
ბოლივია | Bolivision | |
რუსეთი | РазТВ | |
პარაგვაი | Sur Tv | |
იტალია | Italia Channel y Mediatex |
საქართველოში ტელესერიალის პრემიერა 2006 წლის 1 ნოემბერს ტელეკომპანია მზეზე შედგა. სერიალი ტელეკომპანია მზის ეთერში ყოველდღე შაბათ კვირის გარდა 21:00 საათზე გადიოდა.
ტელეკომპანია MyNetworkTV-ის ეთერში გავიდა ტელესერიალი სახელწოდებით სურვილი: მაგიდა სამისთვის, რომელიც Stu Segall Productions-მა გადაიღო სან-დიეგო, კალიფორნიაში.