მაისარა ალ-მათარი (ბერბერულად) ან არაბული წყაროების მიხედვით მაისარა ელ-ხაკირი ('მდაბიო') — ბერბერთა აჯანყების ლიდერი რომელიც 739-40 წლებში დაიწყო. მასარა აჯანყების დაწყებიდან მალევე 740 წლის შუა პერიოდში გარდაიცვალა.
მისი ბიოგრაფიის დადგენა წარმოადგენს სირთულეს, რადგან მას უამრავი შეთხზული ისტორია უკავშირდება. მემატიანეები იუწყებიან რომ მაისარა იყო მდაბიო წარმოშობის ბერბერი წყლის გამყიდველი კაირუანში ან ტანჟერში, რის გამოც მას მოიხსენიებენ ტერმინით ელ-ხაკირი რაც მდაბიოს ნიშნავს. სავარაუდოდ იბნ ხალდუნის ვერსია უფრო სანდოა და ის მიიჩნევს, რომ მაისარა იყო ერთ-ერთი ბერბერული ტომის ბელადი - შეიხი.[1] ალ-ტაბარი აღწერს, რომ მას ჰქონდა მინიჭებული უფლება დამასკოში ჰიშამისთვის წარედგინა ბერბერების მოთხოვნები.[2]
730-იან წლებში უბაუდ ალაჰ იბნ ალ-ჰაბჰაბმა ომაიანთა მმართველმა იფრიკიაში (აფრიკის არაბული სახელი, აღნიშნავდა ძირითადად რომის იმპერიაში არსებული აფრიკის პროვინციის ტერიტორიას) დაიწყო ახალი გადასახადების აკრეფა. მისი ადგილობრივი წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით მონდომებით ბერბერებისაგან გადასახადების ამოღებაში.
739 წელს ბერბერთა ძირითადმა ტომებმა გადაწყვიტეს გაერთიანება და არაბების წინააღმდეგ აჯანყება. მათ შექმნეს ალიანსი და აირჩიეს მისარა მათ ხელმძღვანელად. ეს არ იყო სპონტანური აჯანყება, ბერბერები კარგად მოემზადნენ და დაელოდნენ მომენტს, როდესაც მთავარი ჯარები ჩრდილოეთ აფრიკიდან გადასროლილი იყო სიცილიაზე.
740 წელს შეიარაღებული აჯანყება დაიწყო და პირველი ქალაქი, რომელიც მალევე აიღეს იყო ტანჟერი. მაისარმა დატოვა ტანჟერში გარნიზონი და გაემართა დასავლეთ მაროკოს მიმართულებით. მან დაამარცხა ომანიანთა გარნიზონი და გაანავისუფლა სუსის ხეობა. ძალიან მოკლე ვადაში მთელი დასავლეთი მაროკო გიბრალტარის სრუტიდან ანტიატლასამდე მოექცა აჯანყებულების კონტროლის ქვეშ.