მაკდონალდის ტრიადა

მაკდონალდის ტრიადაჯონ მაკდონალდის მიერ 1963 წელს სტატიაში „მკვლელობის მუქარა“ (ინგლ. The threat to kill)[1] ფორმულირებული კრებული, რომლებიც შედგება სამი მახასიათებლისაგან: ზოოსადიზმისაგან, პირომანიასა და ენურეზისაგან. ეს ტრიადა მაკდონალდმა დაუკავშირა განსაკუთრებულად საზარელი მკვლელობის ჩადენის წინამორბედ „მახასიათებლებს“.

თავის ნაშრომში მაკდონალდმა გამოიკვლია 100 პაციენტი, რომლებიც ოდესმე ადამიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ (მათგან ორმა მომავალში შეძლო საკუთარი მუქარის რეალიზება)[2]. მათგან 48-ს გააჩნდა ფსიქოპათოლოგიები. მაკდონალდმა აღმოაჩინა, რომ ბავშვობაში უამრავი პაციენტი, რომელსაც სადისტური მიდრეკილებები გააჩნდა, ცხოველებს აწამებდა, აჩენდნენ ხანძარს (ან უბრალოდ წვავდნენ ამა თუ იმ ობიექტს) და ჰქონდათ ენურეზი ხუთი წლის ასაკის შემდეგაც კი.

ბავშვის ამგვარი არაადეკვატური რეაქცია ძირითადად განპირობებულია სტრესის „შეუთვისებლობის“ გამო. დღეისთვის მაკდონალდის ტრიადა არ ითვლება კრიმინალური მოქმედების პრედიქტორად, თუმცა იგი აღნიშავს, რომ ბავშვი განიცდის სტრესს.

  1. Macdonald JM (1963). „The threat to kill“. Am J Psychiatry (120): 125–130. doi:10.1176/appi.ajp.120.2.125. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-30. ციტირების თარიღი: 2016-02-23. (ინგლისური)
  2. John Owen (1992). „Dead threats to psychiatrists“ (PDF). Psychiatric bulletin (16): 142–144. (ინგლისური)