მაკროპოდი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Macropodus opercularis | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Macropodus (Lacépède, 1801) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
მაკროპოდი[1] (ლათ. Macropodus) — თევზების გვარი გურამისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 6–12 სმ-ია (დედალი მამალზე პატარაა). ტანი მოგრძოა. ფარფლები წაგრძელებული (განსაკუთრების მამლების), მუცლის ფარფლების პირველი რბილი სხივი გრძელი ძაფის სახითაა წარმოდგენილი. შეფერილობა ჭრელია; ტანზე მონაცვლეობს გარდიგარდმო ზოლები ლითონისებრი ბზინვარებით. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მცირე მტკნარ წყალსატევებში. გვხვდებიან ბრინჯის მინდვრებზეც. იკვებებიან ორფრთიანების მატლებით, მ.შ. მალარიის კოღოს მატლებითაც. მამლები ბუდეს აკეთებენ ჰაერით გაბერილი ბუშტუკებით. ჰყავთ აკვარიუმებში; მამალი მაკროპოდები აგრესიულები არიან თავისი ან სხვა სახეობის თევზების მიმართ.[2]
ცნობილია 9 სახეობა:[3]