მალიქი (არაბ. مالك) — ისლამური რწმენის მიხედვით ჯოჯოხეთის მცველი ანგელოზი, რომელსაც ახლავს ცხრამეტი მითიური მცველი (სურა 74:30). ყურანში მალიქი მოხსენიებულია 43:77-ში, როგორც ჯოჯოხეთის ანგელოზთა უფროსი.
გადმოცემის თანახმად ისრას და მირაჯის დროს მუჰამადი თავისი მოგზაურობისას მალიქსაც შეხვდა. როდესაც მუჰამადი სამოთხეში მივიდა, მას ყველა ანგელოზი ღიმილით შეეგება, გარდა მალიქისა. როდესაც მუჰამადმა ჰკითხა მთავარანგელოზ ჯიბრაელს, თუ რატომ შეინარჩუნა ამ ანგელოზმა ასეთი სიჩუმე, ჯიბრაილმა უპასუხა რომ ეს იყო ჯოჯოხეთის მცველი, რომელიც არასდროს იღიმოდა. ამის შემდგომ მუჰამადმა სთხოვა მალიქს ეჩვენებინა მისთვის ჯოჯოხეთი, ხოლო მალიქმა გააღო ჯოჯოხეთის კარიბჭე და მუჰამადმა იქ მყოფთა ტანჯვა იხილა.[1][2]