მამია I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1512 |
მმართ. დასასრული: | 1534 |
წინამორბედი: | გიორგი I გურიელი |
მემკვიდრე: | როსტომ გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1534 |
მეუღლე: | ქეთევანი |
შვილები: | გიორგი გურიელი, როსტომ გურიელი, თინათინ გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | გიორგი I გურიელი |
მამია I გურიელი (გ. 1534) — გურიის მთავარი 1512-1534 წლებში, გიორგი I გურიელის ძე.
1520 წელს კახეთის მეფე ლევანმა სთხოვა დახმარება ქართლის მეფე დავით X-ის დამარცხებაში. ლევანმა მამიას ასევე სთხოვა ქალიშვილის ხელი, რათა განემტკიცებინა ალიანსი. ლევანმა დაამარცხა დავით X მაღაროსთან ბრძოლაში, ხოლო მამია I შეიჭრა ქართლში. დავითმა, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. 1520 წელს, იმერეთის მეფე ბაგრატ III-სა და მამია გურიელის მონაწილეობით, ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის ზავი დაიდო, რითაც დადასტურდა საქართველოს სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ გაყოფა. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა.
1533 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან და ოდიშის მთავარ მამია III დადიანთან ერთად ჯიქეთზე გაილაშქრა; მოკავშირეები დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მამია I გურიელის ვაჟი გიორგი, ხოლო მთავარი, მისი ძმები და ეპისკოპოსები ტყვედ ჩავარდნენ და თავი გამოისყიდეს.