მანგატარემი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
კოორდინატები | 15°47′14″ ჩ. გ. 120°17′31″ ა. გ. / 15.7874000° ჩ. გ. 120.2921000° ა. გ. | |
ფართობი | 317.50 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 79 323 (1 მაისი, 2020)[1] | |
სატელეფონო კოდი | 75 | |
საფოსტო ინდექსი | 2413 | |
| ||
მანგატარემი (ოფიციალურად მანგატარეის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Mangatarem; ტაგ: Bayan ng Mangatarem) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 79 323 ადამიანს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის სახელწოდება წარმოდგება პანგასინანური სიტყვიდან და „მანგოს პლანტაციას“ ნიშნავს. სახელწოდება ილოკანური ფრაზიდანაც „mangga ken tirem“ მომდინარეობს, რაც „მანგოსა და ხამანწკას“ ნიშნავს.[2]
მუნიციპალიტეტის სამხრეთ საზღვართან, მალაბობოს ბარანგაის ტერიტორიაზე მანლელუაგის გეოთერმული წყაროების დაცული ლანდშაფტი მდებარეობს.
მანგატარემის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. იგი პანგასინანის უდიდესი მუნიციპალიტეტია ფართობის მიხედვით. შედგება 82 ბარანგაისგან.
|