მანტია (სამოსი)

ტერმინს „მანტია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანტია.
მანტია

მანტია, მაზარა (ბერძ. μανδύη) — შავი ფერის შესამოსელი, მოსასხამი ქრისტიანულ ეკლესიაში, რომელიც კისრიდან ფეხებამდე ფარავს მთელ სხეულს. ღვთისმსახურების დროს მანტიით იმოსებიან მღვდელმსახურები შავი სამღვდელოებიდან: მღვდელ-მონოზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი, მღვდელმთავარი. მოსასხამი იკვრება საყელოსთან და მთლიანი ნაჭერი დაშვებულია, ისე რომ უკან წაგრძელებული ფორმა აქვს და ძირს ეხება. ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვს კვადრატული ნაჭრები, რომელიც გამოხატავს „სჯულის ფიცარს“, რომლითაც ხელმძღვანელობენ მონასტერში. მანტია სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს. ტანის მთლიანად დაფარვა კი ნიშანია მკაცრი მონაზვნური ცხოვრებისა, მოკრძალებისა და სიმდაბლისა, რომ მონაზონი აღარ ცხოვრობს ამქვეყნიური საქმიანობისათვის.

  • ე. გაბძაშვილი, „ლიტურგიკა — ჰიმნოგრაფია“, ტ. 5, თბილისი, 2011 წ.
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.
  • С. Е. Молотков, „Практическая энциклопедия правословного христианина“, 2001 წ.