მანუკ აბეღიანი | |
---|---|
სომხ. Մանուկ Աբեղյան | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 17 (29) მარტი, 1865 |
დაბ. ადგილი | თაზაქენდი, ნახიჩევანის მაზრა, ერევნის გუბერნია, რუსეთი |
გარდ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1944[1] [2] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი |
დასაფლავებულია | Tokhmakh cemetery |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურული კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | Q13054341?, Mariamian-Hovnanian Girl's School, გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, ნერსისიანის სკოლა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Institute of Literature of National Academy of Sciences of Armenia |
ალმა-მატერი | გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, იენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი |
შვილ(ებ)ი | მჰერ აბეღიანი და Suren Abeghyan |
ჯილდოები | სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
მანუკ ხაჩატურის ძე აბეღიანი (სომხ. Մանուկ Աբեղյան; დ. 17 (29) მარტი, 1865, სოფელი ასტაპატი, ნახიჩევანი, სომხეთი — გ. 25 სექტემბერი, 1944, ერევანი) — სომეხი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სწავლობდა ეჩმიძიანის სემინარიაში, შემდეგ იენის, ლაიფციგის, ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში. მუშაობდა მასწავლებლად თბილისსა და ეჩმიძიანში. აბეღიანის მთავარი ნაშრომებია: „სომხური ხალხური მითები მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიაში“ (1899), „სომხური ხალხური ეპოსი“ (1908), „ძველი გუსანების ხალხური სიმღერები, ჰაირენები და ანტუნები“ (1932), „სომხური ლექსის საზომები“ (1933), „ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია“ (ტ. 1-2, 1944-1946) და სხვა. მისი რედაქტორობით გამოიცა სომხური ხალხური ეპოსის „დავით სასუნცის“ ვარიანტების კრებული (ტ. 1, 1936; ტ. 2, 1951). მნიშვნელოვანი ტექსტოლოგიური ნაშრომია მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიის“ კრიტიკული გამოცემა (1913). აბეღიანის ენათმეცნიერულმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა სომხეთში ახალი სომხური ენუის მეცნიერულ შესწავლას („ახალი სომხური ენის გრამატიკა“, 1906; „ახალი სომხური სალიტერატურო ენის სინტაქსი“, 1912; „სომხური ენის თეორია“, 1931). აბეღიანის სახელი მიეკუთვნა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტს (1945).