მაორის კულტურა — ახალ ზელანდიაში მცხოვრების მაორების კულტურა, რომელიც ახალი ზელანდიის კულტურის გამორჩეულ ნაწილს შეადგენს. მაორების საზოგადოებაში და ასევე მთელ ახალ ზელანდიაზე მას მოიხსენიებენ მაორიტანგა-თი. მაორულ ენაში სუფიქსს „ტანგა“ — დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქართულში — „ობა“-ს ან „ება“-ს.