მართა ანდრეასენი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
1954 წლის 26 ნოემბერი (69 წლის) ბუენოს აირესი, არგენტინა |
ეროვნება | ესპანელი |
პროფესია | ბუღალტერი |
პარტია |
კონსერვატიული პარტია, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია (2013 წლიდან) |
მართა ანდრეასენი (დაბადებული 1954 წლის 26 ნოემბერს) არის არგენტინაში დაბადებული ესპანელი ბუღალტერი. 2002 წლის იანვარში, მართა ევროკომისიამ აიყვანა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე,[1] რამაც გაზარდა შეშფოთება კომისიის საბუღალტრო სისტემის ნაკლოვანების შესახებ. ანდრეასენმა იგრძნო, რომ იგი დაუცველი იყო პოტენციური თაღლითობისგან. 2009 წლის არჩევნებში ანდრეასენი გახდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის სიით ევროპარლამენტის წევრი, თუმცა, 2013 წლის თებერვალში გადავიდა კონსერვატიულ პარტიაში.[2] საბოლოო ჯამში, მან დაკარგა თავისი ადგილი 2014 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში.[3]
მართა ანდრეასენმა მიიღო სერთიფიცირებული საჯარო ბუღალტრის კვალიფიკაცია 1977 წელს ბუენოს აირესში და შემდგომ, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა აუდიტორის პოზიციაზე ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში (ინგლ. PricewaterhouseCoopers).
მართა ანდრეასენი შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას 1998 წელს, სადაც აღმოაჩინა საბუღალტრო სისტემის სერიოზული პრობლემები. ამან გამოიწვია მენეჯმენტისა და შემოთავაზებული რეფორმების მიმართ მისი უკმაყოფილების ზრდა. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, არტურ ანდერსენი დაინიშნა გარე ანალიტიკის მიმართულებით. 2000 წლის აგვისტოში, მათმა საერთო ანგარიშმა ორგანიზაციის შიდა ბუღალტერია ყავლგასულ და არაადეკვატურ სისტემად აღწერა.
2003 წლის ოქტომბერში ონლაინ-პუბლიკაციამ "ბუღალტერიის ხანა" განაცხადა, რომ მართა ანდრეასენის წინააღმდეგობა ორგანიზაციასთან დასრულდა "ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში" პრეტენზიის გამოცხადებით. იგი აღნიშნავდა, რომ რასიზმში დადანაშაულების გამო, მას არ მიეცა "სამართლიანი სასამართლოს" უფლება, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებები. და რომ, მან გაზარდა "ჭარბი ეჭვები" და დაუსაბუთებელი "საგანგაშო ბრალდებები" ორგანიზაციის ანგარიშებთან მიმართებაში.
ორგანიზაციას არასდროს დაუდასტურებია რაზისმის ბრალდებები, რაც მართა ანდრეასენის გათავისუფლების საფუძვლის ნაწილი გახდა. 2000 წლის ოქტომბერში ანდრეასენმა უკვე უარყო ბრალდებები ჟურნალში "ბუღალტერია" ("ანდრეასენი ამტკიცებდა, რომ ბრალდებები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან გამოთქვა შეშფოთება ანგარიშებთან დაკავშირებით").
2002 წლის იანვარში, მან დაიწყო მთავარ ბუღალტრად მუშაობა ბრიუსელში[4] ("ბიუჯეტის აღსრულების დირექტორი და ბუღალტერიის ოფიცერი"), სადაც პირველი პროფესიონალი ბუღალტერი გახდა.
მართა ანდრეასენმა გააკრიტიკა ევროკავშირის საბუღალტრო სისტემა თაღლითობის მიმართ ღიაობის გამო.[5] ანდრეასენს კრიტიკული დამოკიდებულება გაუჩნდა გადავადებული განვითარებისა და შიდა ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ წინამორბედთან შედარებით, არაფერი იღონა. მოგვიანებით, მან საკუთარი ანგარიში გაუგზავნა კომისიონერ მიშელე შრეიერსა და კომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის, თუმცა ამჯერადაც ვერ მიიღო ვერავითარი პასუხი. ასე რომ, ადრეასენმა გადაწყვიტა დაკავშირებოდა ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის წევრებს.
შედეგად, მან უარყო 2001 წლის ევროკომისიის აღრიცხვის მიმართ წაყენებული პრეტენზია. 2003 წლის აღსრულების პროცედურის ფარგლებში, კომისიამ დადო საყოველთაო რეფორმის განხორციელების პირობა.[6]
იმ ეტაპზე, მასმედიამ დაიწყო გამოძიება და მოხსენების შემუშავება. ანდრეასენმა საჯაროდ გამოხატა საკუთარი შეშფოთება 2002 წლის 1 აგვისტოს.[7]
2002 წლის მაისში ევროკომისიამ სამსახურიდან დაითხოვა მართა ანდრეასენი ("მე-12 და მომუშავე პერსონალის რეგულაციების 21-ე მუხლების დარღვევის, კერძოდ, არასაკმარისი ერთგულებისა და პატივისცემის გამო"). როგორც ცნობილია, იგი დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, გააგდეს, რადგან უარი თქვა იმ აღრიცხვების ხელმოწერაზე, რომლებიც, მისი აზრით, არასანდო იყო.[8]
2007 წელს მართა ადრეასენი გახდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის მდივანი, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლას.[9] ანდრეასენი აირჩიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისიდან გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლად 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში და იგი დაუყოვნებლივ შეუერთდა პარლამენტის გავლენიან საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სახალხო პარტიის ჯგუფმა დაბლოკა საკუთარი განაცხადი ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე.[10] 2009 წლის სექტემბერში, იგი დაბრუნდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის მდივნის პოსტზე.[11]
2010 წლის აპრილში, მართა ანდრეასენმა გაამხილა საკუთარი განზრახვა დაეკავებინა ევროპული ანტითაღლითური ოფისის დირექტორის ვაკანტური პოზიცია,[12] მაგრამ, არ გავრცელებულა არავითარი უწყება, რომ მან რეალურად გააკეთა განაცხადი.
მას შემდეგ, რაც ანდრეასენმა 2011 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს დამაბნეველი უწოდა, პარტიის ლიდერს, ნაიჯელ ფარაჯს გადადგომა მოსთხოვა. პარტიამ განაცხადა, რომ წარმატებას მიაღწია არჩევნებში და რომ, ანდრეასენის გამონათქვამი "აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვუწოდოთ გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო სურათის მისეულ ანალიზს გულუბრყვილო".[13] სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ფარაჯი პირადად გამოეხმაურა შექმნილ სიტუაციას და თქვა, რომ ანდრეასენი არ იყო შეხებაში და "არ იცოდა, რის შესახებ ლაპარკობდა".[14]
2011 ნოემბერში, მართა ანდრეასენმა "ერ-თი-ი რადიო 1"-ის გადაცემაში "დილა მშვიდობისა, ირლანდია", თქვა, რომ ირანული მთავრობის მიერ ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთვის კევინ კარდიფის წარდგინება უკან უნდა ყოფილიყო გაწვეული.[15]
2013 წლის თებერვალში, იგი გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიიდან გადავიდა კონსერვატიული პარტიაში, რა დროსაც ნაიჯელ ფარაჯს უწოდა "სტალინისტი", რომელიც "ქალების წინააღმდეგ იყო მომართული".[16]
მართა ანდრეასენმა საპარლამენტო ადგილი დაიკავა 2014 წლის არჩევნებში.