მარია ანა თეკლა მოცარტი (გერმ. Maria Anna Thekla Mozart), მიმართვის სახელი მარიანა (გერმ. Rufname Marianne) (დ. 25 სექტემბერი, 1758 — გ. 25 იანვარი, 1841) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბიძაშვილი.
დაიბადა აუგსბურგში, გერმანიაში. იყო მესამე შვილი (და ერთადერთი გადარჩენილი) ფრანც ალოის მოცარტის (ლეოპოლდ მოცარტის უმცროსი ძმა) 5 შვილიდან. 1777 წლის 11 ოქტომბერსა და 26 ოქტომბერს შორის 19 წლის მარიანამ გაიცნო 21 წლის მოცარტი აუგსბურგში. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
გარდაიცვალა გერმანიაში, ბაიროითში — 82 წლის ასაკში.
|