მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში“ უძღვებოდა ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი". კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ კურატორად. არის საერთაშორისო საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტების და ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე.
მარიამ წიკლაური არის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის — „ლიბოს“[1] ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს ფონდი გახდა „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის"[2] 2009 წლის ნომინანტი. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის — 27 ოქტომბრის“ დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი.
მარიამ წიკლაური არის ავტორი „ქართველი პოეტი ქალების“[3] ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა[4], სადაც შესულია 32 ქართველი პოეტი ქალის ლექსები. ასევე არის გამომცემლობა „საუნჯის“ პროექტის „ბიბას“ („ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“)[5] ავტორი და ხელმძღვანელი.
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, შვედურ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.
თავადაც მრავალი მთარგმნელობითი პროექტის მონაწილეა. თარგმნილი აქვს: ბერძნული, ჩინური, ნორვეგიული, ლიტვური, რუსული, ინგლისური, პოლონური, უკრაინული პოეზიის არაერთი ნიმუში.
მარიამ წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის "მსოფლიო პოეზიის ალმანახში" (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries)[6]. ასევე თანამედროვე ქართული პოეზიის იტალიურ და უკრაინულ ანთოლოგიებში.
მარიამ წიკლაური ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რა ჰქვია შენს მეგობარს?, გამომცემლობა „შემეცნება“, ილუსტრატორი ნანული ბურდული, 2022, ISBN 978-9941-9753-1-8
ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის სახალისო ლექსებით (30 ლექსი+ბარათი), ილუსტრატორი ნანა მელქაძე, გამომცემლობა „შემეცნება“, 2022, ISBN 978-9941-9752-7-1
ჩემი აფრიკელი ბებია (საბავშვო რომანი), ილუსტრატორი ირინა ცინცაძე, გამომცემლობა პალიტრა-L, 2022, ISBN 9789941352232
ჩვენი სახლი, ილუსტრატორი ნანიკო ბურდული, გამომცემლობა პალიტრა-L, 2023, ISBN 978-9941-35-646-9
Камешек и волна[9] (ქართველი პოეტების ლექსები ბავშვებისათვის), გამომცემლობა „დეტგიზი“, სანქტ-პეტერბურგი, 2015, ISBN 978-5-85388-082-5
მე ბევრი ვარ (ქალების ხმა საქართველოდან), 12 ქართველი პოეტი ქალის ლექსების კრებული, მთარგმნელი საბინე შიფნერი, პროექტის ავტორი ირმა შიოლაშვილი, გამომცემლობა პოპ-ვერლაგი, 2018, ISBN 978-3-86356-230-4
უსაზღვროდ. თანამედროვე ქართველი ქალების პროზა[11], 13 ქალის მოთხრობების კრებული, მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, გამომცემლობა პოპ-ვერლაგი, 2021, ISBN 978-3-86356-332-5
Sausas Mėnulio veidas. Šiuolaikiniai Sakartvelo moterų apsakymai[12] (მთვარის მშრალი სახე. ქართველ ქალთა თანამედროვე მოთხრობები) ლიტუანიურად, 2021, ISBN 978-609-425-308-9
Je suis nombreuses - Quinze poètes géorgiennes[13] (მე ბევრი ვარ - 15 ქართველი პოეტი), ფრანგულად თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძე, გამომცემლობა L’inventaire, პარიზი, 2021, ISBN 978-2-35597-046-7
Mariam Tsiklauri: Wie heißt dein Freund? Mit 16 Ansichtkarten. (მარიამ წიკლაური "რა ჰქვია შენს მეგობარს?"), გერმანულად, გამომცემლობა "პოპვერლაგი", 2024, ISBN 978-3-86356-398-1
მისუძუ კანეკო — იაპონური ექო - მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსები, თბ. „სეზანი“, 2023, ISBN 978-9941-8-5469-9
ნატალია ტროხიმი — მცხრალი მზე („ლიტერატურა საზღვრებს გარეშე“), თბ. „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, 2018, ISBN 978-9941-955-44-0
გიორგოს სეფერისი — შემობრუნება („ნობელიანტები“), თბ. „ინტელექტი“, 2015, ISBN 978-9941-454-52-3
ოდისეას ელიტისი — შვიდი დღე მარადისობისთვის, („ნობელიანტები“), თბ. ინტელექტი, 2015, ISBN 978-9941-454-53-0
ვლადას ბრაზიუნასი — დღის გახსნა, თბ. ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2018, ISBN 978-9941-9554-9-5
იოჰან ლუდვიგ რუნებერგი — მედროშე სტოლის ნაამბობი (ჰეროიკული პოემა), შვედურიდან ბწკარედები თარგმნა ნათია მერებაშვილმა, პოეტური თარგმანი მარიამ წიკლაურის, თბ. გამომცემლობა MTP, 2021, ISBN 978-9941-2-7821-1
ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ დიდი პრიზი (გრან-პრი), სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია, ლექსისათვის „ოქროს თევზი“, 2009
მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, 2010
საბავშვო წიგნის მეორე ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის ("გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა "შემეცნება“), 2010
პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა“ პრემია, 2011
პრემია „გალა“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო წიგნი“, ლექსების კრებულისათვის „თეთრი ხბორები“, 2011
წმინდა ნინოს ფესტივალის გამარჯვებული, 2011
ფესტივალის „ქართული სული“ პრიზი და მედალი, 2012
ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ პირველი პრემია, 2012
პრემია „საგურამო“ პოეზიის ნომინაციაში, 8 ნოემბერი, 2013
ლიტერატურული პრემია „ხვარამზეობის“ ლაურეატი, 2015, 2016
გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემია „ერთგულების“ პრიზიორი მინიატურულ პროზაში, 2014, 2015, 2016
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, წიგნისათვის „მხიარული რეცეპტები“, 2017
წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA), 2019[14] და ასევე 2010, 2020, 2021, 2022 წლებში
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“, სატელევიზიო პროექტისთვის „კლუბი დო“ (ნინო ჩხიკვაძესთან ერთად), 2019
საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო შემეცნებითი-საგანმანათლებლო წიგნი“ წიგნისათვის „უჩვეულო კვირადღე“, 2021
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წიგნისათვის „უჩვეულო კვირადღე“, 2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პრემია „ანა“ წიგნისათვის „რისკჯგუფი“, 2022
იაკობ გოგებაშვილის პრემია საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 2023
ლიტერატურული პრემია „სხვიტორი“, საყმაწვილო ლიტერატურის ნომინაცია, წიგნისათვის ჩვენი სახლი, 2024