მარიამ ხაჭვანი |
---|
2020 წელს |
დაბადების სახელი |
მარიამ-ბაკაჩო ხაჭვანი |
---|
დაბადების თარიღი |
1 მაისი, 1986 (1986-05-01) (38 წლის) მესტიის მუნიციპალიტეტი, უშგული |
---|
რეზიდენცია |
თბილისი |
---|
საქმიანობა |
რეჟისორი |
---|
აქტიური |
2005 — დღემდე |
---|
სხვა ჯილდოები |
პრიზი საუკეთესო „საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“, River Film Festival (იტალია, პადოვა), 2014 |
მარიამ ხაჭვანი (დ. 1 მაისი, 1986, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.
მარიამ-ბაკაჩო ხაჭვანი დაიბადა 1986 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში.
2008 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინო–ტელესარეჟისორო ფაკულტეტი (მიხო ბორაშვილის სახელოსნო).
2012 წელს მისმა კინოსცენარმა დედე მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა“.
მწერალი და კინოსცენარისტი მიხო მოსულიშვილი ასე აფასებს მარიამ ხაჭვანის ერთ-ერთ ფილმს:
|
„მარიამ ხაჭვანის „დინოლა“ - ეს არის მითო-რიტუალური კინემატოგრაფი. მკაცრი, სასტიკი და პოეტური ამბავი კავკასიის მთებიდან...
[1]“
|
|
|
ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მარსელის ფესტივალის „სინემა დე პრადოს“ მიმომხილველი, ელის რადოვანი წერს:
|
„ჟიური, რომელიც ამ წელს აერთიანებდა მემონტაჟე კატრინ პუატევენს, ფოტოგრაფ მონიკა დერეჟიბიუს, კინემატოგრაფისტ ბანია მედჟბარს და კინოს განვითარებაზე პასიხსმგებელ სილვი მორატას, დაიპყრო მღელვარე სურათმა, რომელიც ყველას შემჩნეული ჰქონდა: ქართველი მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“. რეალობის კინო, დაუვიწყარი ტრაგედიები ძალით თავსმოხვეულ ქორწინებებზე და თავიანთი შვილებისგან მოშორებული დედები სოფელ უშგულში, დაუსრულებელი ზამთრისაგან სამყაროს რომ არის მოწყვეტილი. [2]“
|
|
|
- რეჟისორი
- დედე, მხატვრული, 93 წუთი, 2017
- დინოლა [3], მხატვრული, 14,38 წუთი, 2013
- კვირიკობა[4], მხატვრული, 25 წუთი, 2009
- ლიჩანიში[5], 15 წუთი, 2009
- ბექნუ[6], სტუდენტურ კინო პროექტი, ზაფხულის კინო სკოლა, „მშვიდობით იარაღო“, მხატვრული, 12 წუთი, 2008
- ფანჯრის მიღმა, დოკუმენტური, 26 წუთი, 2007
- ვერძობა (ლივსხავირი), დოკუმენტური, 15 წუთი, 2006
- ანდერძი, მხატვრული, 30 წუთი, 2005
- სცენარის ავტორი
- დედე, 2017
- დინოლა, 2013
- კვირიკობა, 2009
- ლიჩანიში, 2009
- ბექნუ, 2008
- ფანჯრის მიღმა, 2007
- ვერძობა (ლივსხავირი), 2006
- ანდერძი, 2005
- პროდიუსერი
- კვირიკობა, 2009
- ლიჩანიში, 2009
- დედე (სცენარი)
- წარდგენილი იყო „ბერლინალე ტანლანტებში“[7] (გერმანია), 2014
- სცენარი ფრანგულმა ინსტიტუტმა წარადგინა კანის კინოფესტივალზე თორმეტ საერთაშორის პროექტებს შორის[8] (საფრანგეთი), 2014
- დოჰა ფილმ ინსტიტუტიდან მოიპოვა გადაღების გრანტი[9] (ყატარი), 2014
- „საუკეთესო პროექტი“, სოფიის კინოფესტივალი, SOFIA MEETING[10] (ბულგარეთი), მიიღო პოსტპროდუქციის გრანტი, 2014
- გადაღების გრანტი საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრიდან[11], 2013
- გალა (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში „წლის საუკეთესო კინოსცენარი“, 2012
- დინოლა
- მთავარი პრიზი „ტროფეი“ საერთაშორისო ფესტივალზე DaKINO 24[12], (რუმინეთი), 2015
- ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“[13] (საქართველო), 2015
- ევროპულ კინოაკადემის ჯილდოზე „მოკლე ფილმების“ ნომინაციაში ფილმი წარადგინა ნორვეგიამ, გრიმსტადის საერთაშორისო კინო-ფესტივალმა[14], (ნორვეგია), 2014
- „საუკეთესო ევროპული ფილმი“, გრიმსტადის საერთაშორისო კინოფესტივალი[15] (ნორვეგია), 2014
- „ჟიურის პრიზი“, ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი[16] (საფრანგეთი, მარსელი), 2014
- პრიზი „საუკეთესო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის", ტიმიშორთ კინოფესტივალი[17] (რუმინეთი), 2014
- პრიზი საუკეთესო „საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“[18] - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-8 ფესტივალი River Film Festival (იტალია, პადოვა), 2014
- „ოქროს კამერა“ ოპერატორ კონსტანტინე (მინდია) ესაძეს, საუკეთესო კინემატოგრაფიული ფილმისავის, მანაკი ბროდერს კინოფესტივალი[19] (ჩრდილოეთი მაკედონია), 2014
- პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის და შვეიცარიის გრანპრი, საერთაშორისო კინოფესტივალი „დიდორი“ (ტაჯიკეთი)[20], 2014
- „საუკეთესო ქართული ფილმი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“, კინოფესტივალი „სესილი“, (საქართველო), 2014