მარიამ ხუცურაული | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1960 (65 წლის) |
დაბადების ადგილი | თელავის მუნიციპალიტეტი |
ფსევდონიმი | Sanata და სანათა |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი და იურისტი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t10-topic |
მარიამ კონსტანტინეს ასული ხუცურაული (ფსევდონიმი სანათა; დ. 15 იანვარი, 1960) — ქართველი პოეტი, მწერალი და იურისტი.
დაიბადა თელავში, საქართველოში 1960 წლის 15 იანვარს.
1977 წელს დაამთავრა თელავის #3 საჯარო სკოლა, ხოლო 1982 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იურისტად სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში.
მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურლი პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.
მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი. ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული ასე გამოეხმაურა მარიამ ხუცურაულის მიერ დაარსებულ „ხვარამზეობას“:
![]() |
„სწორედაც მარიამ ხუცურაულის ენთუზიაზმის წყალობით გაცხადდდა რეალობად ჩვენი სიზმარივით მითის, ხვარამზეს სახელი. მთელი ივრის ხეობა იმოსება ამ დღისათვის. ამ დღისათვის ყველა ქართველი პოეტი ქალი მღელვარედ ემზადება.
ეს დღე განსაკუთრებულად ამაღლებულია, განსაკუთრებით უნიკალურია იმით, რითაც ხვარამზემ გაასწრო თავის თანამედროვე და კარგ ფშველ პოეტებს და იქცა ქართველ პოეტად — ამაღლებულით, უჭკნობი, დროისგან მოურევნელ სიყვარულზე გალობით. შემთხვევითი, უძალო და უვნებო არსება „ხვარამზეობის“ დღესასწაულს ვერ დაამკვიდრებდა, ლამის ძველი ფშაური ხატობების სწორ დღესასწაულს. ეს შეძლო მარიამ ხუცურაულმა, ხვარამზესთან სულით და ნიჭით ერთობამ მისცა ამის ძალა[1]“ |
მარიამ ხუცურაულის ლექსებზე თეონა ქუმსიაშვილის მიერ დაწერილი სიმღერები: „ასკილი“ და „ფშაურ მოტივზე“ ინტერნეტ-ჰიტებად იქცა.
საბავშვო წიგნები:
ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს:
![]() |
„მარიამ ხუცურაულის, როგორც პიროვნების საუკეთესო თვისებაა, რომ ის განსაკუთრებულად ეკრძალვის დიდ ქართულ პოეტურ სახელებს. ეს კრძალვა იმდენად წრფელია, რომ ძალას ანიჭებს მის პატრონს, და, ის უკვე როგორც პოეტი, არ უკრთის ლიტერატურას, რომელიც უშველბელი კედელივითაა მის წინ. არ უკრთის იმიტომ, რომ არც მეტი უნდა მისგან და არც ნაკლები, არც სკამი უნდა და არც სავარძელი... და მით უმეტეს — გვირგვინი...მაგრამ ყვავილს სამართლიანდ ელოდება, როგორც ქალი, როგორც შემოქმედი...[5]“
|
მწერალი მიხო მოსულიშვილი მარიამ ხუცურაულის ჩანახატების შესახებ:
![]() |
„ეს პოეტის დანახული და ჩაწერილი ამბებია, რაც „სანათას სკივრს“ მიემატა ანდა იქ იყო და ახლაღა აღმოვაჩინეთ; იმ „სანათას სკივრს“, წინა, 2012 წელს გამოსულ სამწიგნედში რომ იყო და რაკი მაშინდელმა ეჭვმა ისევ შემახსენა თავი, აღარც ამას დაგიმალავთ — აი, დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც ხვარამზე დაწერდა, იმისი ჩანაწერები რომ შემოგვრჩენოდა[6]“
|
.