მარცელი ნენცკი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 15 იანვარი, 1847[1] [2] |
დაბ. ადგილი | ბოჩკი |
გარდ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1901[1] [2] (54 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | Protestant Reformed Cemetery in Warsaw |
მოქალაქეობა |
პოლონეთი რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქიმიკოსი და ექიმი |
ალმა-მატერი | Bolesław I the Brave High School in Piotrków Trybunalski |
განთქმული მოსწავლეები | Ludwig Brieger |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
მარცელი ვილჰელმის ძე ნენცკი (პოლ. Wilhelm Marceli Nencki; დ. 15 იანვარი, 1847, ბოჩკი, პოლონეთი — გ. 14 ოქტომბერი, 1901, პეტერბურგი) — პოლონელი ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი. 1877-1890 წლებში ბერნის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიური ქიმიის პროფესორი. 1891 წლიდან განაგებდა პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ქმიმიურ განყოფილებას. სწავლობდა ორგანიზმში შარდოვანას სინთეზს, მიუთითა ღვიძლის როლზე ამ პროცესში და შეიმუშავა (ივანე პავლოვთან ერთად) ძუძუმწოვრების ორგანიზმში შარდოვანას სინთეზურად წარმოქმნის ერთ-ერთი თეორია. იკვლევდა ჰემოგლობინის არაცილოვან ნაწილს, დაადგინა ჰემის ქიმიური სტრუქტურა. 1897-1901 წლებში ლ. მარხლევსიკსთან ერთად გამოავლინა ჰემოგლობინისა და ქლოროფილის ქიმიური ნათესაობა.