მატვიე განაპოლსკი (რუს. Матве́й Ю́рьевич Ганапо́льский) (მარგოლისი[1]; 14 დეკემბერი1953, ლვოვი) — ჟურნალისტი, თეატრალური რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე. რადიოსადგურ „ეხო მასკვი“-ს (რუს. «Эхо Москвы») (1991 წლიდან) და „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ („Первый Информационный Кавказский“ («ПИК»)) გადაცემების წამყვანი; რუსეთის ებრაელთა კონგრესის წევრი[2].
რუსულ გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ (რუს. „Московский комсомолец“) მესვეტე[3].
სწავლობდა ლვოვის მეექვსე საშუალო სკოლასა და კიევის No. 193 სკოლაში. დაამთავრა კიევის სასეტრადო ხელოვნების ინსტიტუტი (1973) და რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მუშაობდა კიევის თეატრსა (1981—1986) და მოსკოვის საესტრადო თეატრში, სსრკ-ის სახელმწიფო ტელერადიოს, საბავშვო გადაცემათა რედაქციაში.
დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა АТВ-ში. განაპოლსკი არის ბევრი ტელეპროექტის ავტორი, მიჰყავდა ბევრი გასართობი და პოლიტიკური შოუ.
2008 — „ტკბილ-მჟავე ჟურნალისტიკა“ (რუს. „Кисло-сладкая журналистика“)
2009 — „მართლმსაჯულები სულელთათვის, ანუ დაუჯერებელი სასამართლო სარჩელები და გადაწყვეტილებები“ (რუს. „Правосудие для дураков, или Самые невероятные судебные иски и решения“)
2010 — „შავი ხელი და ხეოფსის პირამიდა“ (რუს. „Чёрная рука и пирамида Хеопса“)