მეგდოვასი | |
---|---|
მეგდოვასი და მასზე წარმოქმნილი პლასტირასის ტბა | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
პინდოსი 39°14′09″ ჩ. გ. 21°44′45″ ა. გ. / 39.23583° ჩ. გ. 21.74583° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1600 მ |
შესართავი |
აქელოოსი 38°53′34″ ჩ. გ. 21°38′17″ ა. გ. / 38.89278° ჩ. გ. 21.63806° ა. გ. |
სიგრძე | 78 კმ |
![]() ![]() | |
![]() |
მეგდოვასი ან მეგდოვა (ბერძ. Μέγδοβας) — მდინარე დასავლეთ საბერძნეთში, კარდიცისა და ევრიტანიის ტერიტორიებზე. მდინარე აქელოოსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს პინდოსის მთებში, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე. განეკუთვნება იონიის ზღვის აუზს. სიგრძე 78 კმ (სხვა ცნობით 60 კმ).
1950-იან წლებში მდინარის ზემო წელში ააშენეს ჰიდროელექტროსადგური, სადაც კაშხლის პირდაპირ წარმოიქმნა პლასტირასის ტბა (ფართობი 24 კმ²). ელექტროსადგური დასავლეთ საბერძნეთს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.
ევრიტანიის ფარგლებში მიედინება ტყითა და მდელოებით შემოსილ ტერიტორიებზე. მდინარეზე აგებულია ქვის ხიდები.